პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედა პროკურატურის განცხადებაზე – სხვას არც ველოდი, რადგან ეს ხელისუფლება ტყუილზე დგას

საქართველოს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყვიტა და განაცხადა, რომ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. მსჯავრდებულის დედამ, ირმა დავითაძემ, ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და ხელისუფლების მიმართ უნდობლობა გამოთქვა.

მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედა პროკურატურის განცხადებაზე – სხვას არც ველოდი, რადგან ეს ხელისუფლება ტყუილზე დგას
ალია

ირაკლი კობახიძემ გამოსვლა დაიწყო იმით, რომ გამოძიება დროულად დაესრულებინათ, კობახიძისეული დაკვეთით, რომ თურმე დანაშაულებრივი ქმედებები არ იკვეთება, – ასე ეხმაურება მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე, პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

მისი თქმით, მას სხვა მოლოდინიც არ ჰქონია.

„ირაკლი კობახიძემ გამოსვლა დაიწყო იმით, რომ გამოძიება დროულად დაესრულებინათ, კობახიძისეული დაკვეთით, რომ თურმე დანაშაულებრივი ქმედებები არ იკვეთება.

სხვას არც ველოდი, რადგან ეს ხელისუფლება ტყუილზე დგას. მათ სინდისზე იყოს და ვუსურვებდი, რომ მათ ოჯახებში და სახლებში ასეთი ტრაპაიძეები და სხვები ესტუმრონ და ასეთი პროცედურა ჩაუტარონ“, – განაცხადა ირმა დავითაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პროკურატურამ მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა. უწყების განცხადებით, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დაწესებულების დეესკალაციის ოთახში გიორგი დავითაძის შემოწმების პროცესში, მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. TV პირველიოპოზიციურიპატიმარ დავითაძის ოჯახი ფიქრობს, რომ გამოძიების შეწყვეტა კობახიძის "კარნახითა და ზეწოლით" მოხდა
  2. TV პირველიოპოზიციურიყველაფერს მოეფინა ნათელი, მარტივად ჩატარდა გამოძიება - კობახიძე პატიმარ დავითაძეს სიცრუეში ადანაშაულებს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ირაკლი კობახიძემ გამოსვლა დაიწყო იმით, რომ გამოძიება დროულად დაესრულებინათ, კობახიძისეული დაკვეთით, რომ თურმე დანაშაულებრივი ქმედებები არ იკვეთება. სხვას არც ველოდი, რადგან ეს ხელისუფლება ტყუილზე დგას. მათ სინდისზე იყოს და ვუსურვებდი, რომ მათ ოჯახებში და სახლებში ასეთი ტრაპაიძეები და სხვები ესტუმრონ და ასეთი პროცედურა ჩაუტარონ“
ირმა დავითაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გამოძიება დასრულდა ისე, როგორც სურდა კობახძეს და მმართველ გუნდს – დავითაძის მშობლებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები