პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

გურჯაანის საერთაშორისო ღვინის ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროცესში - პლატონ კალმახელიძე

გურჯაანში, ახტალის პარკში, საიუბილეო მე-10 საერთაშორისო ღვინის ფესტივალი გაიმართა, რომელშიც 500-მდე მონაწილე და მეწარმე მონაწილეობს. ფესტივალის მნიშვნელობაზე კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ ისაუბრა, ღონისძიებას კი საქართველოს პრემიერ-მინისტრიც დაესწრო.

გურჯაანის საერთაშორისო ღვინის ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროცესში - პლატონ კალმახელიძე
რუსთავი 2

ღონისძიება, რომელიც ტრადიციად იქცა. გურჯაანი ღვინის ფესტივალს მასპინძლობს. ახტალის პარკში მოწყობილია 10-ზე მეტი სივრცე, სადაც წარმოდგენილი იქნება 500-მდე მონაწილე და მეწარმე. გამოფენილია 200 სხვადასხვა სახეობის ღვინო, რომლის დაგემოვნების შესაძლებლობა ნებისმიერ სტუმარს ექნება.

ფესტივალის მნიშვნელობაზე კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ისაუბრა. როგორც პლატონ კალმახელიძე აცხადებს, გურჯაანის საერთაშორისო ღვინის ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროცესში:

"გურჯაანის საერთაშორისო ღვინის ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროცესში. წელს საიუბილეო 10 წელია, ყოველწლიურად მზარდია ამ ფესტივალის მასშტაბები. წელს რეკორდული რაოდენობაა როგორც მონაწილეთა, ასევე ვიზიტორების. ასეთი ფესტივალები ძალიან უწყობს ხელს რეგიონის განვითარების პროცესს,"- აცხადებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე.

ადგილზე იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოგურჯაანი ღვინის ფესტივალს მასპინძლობს - ტრადიციული ღონისძიება ახტალის პარკში მიმდინარეობს
  2. იმედინიუსისამთავრობოახტალის პარკში „გურჯაანის ღვინის ფესტივალს“ აღნიშნავენ
  3. რუსთავი 2სამთავრობოგურჯაანის ღვინის ფესტივალზე წელს 500-ზე მეტი მეწარმეა წარმოდგენილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მასშტაბურობას კიდევ უფრო უსვამს ხაზს - დავით სონღულაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
დავით სონღულაშვილი – გურჯაანის ღვინის ფესტივალი მნიშვნელოვანი ტრადიციაა, რომელიც მეღვინეებს საკუთარი პროდუქციის წარმოჩენისა და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას აძლევსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები