პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ზვიად შალამბერიძე მაკა ბოჭორიშვილის ბაქოში ვიზიტზე: ასეთი ვიზიტები სულ უფრო და უფრო აახლოებს იმ პროექტის ერთიანად განხორციელებას, რომელსაც „შუა დერეფანი“ ჰქვია. ამ თვალსაზრისით საქართველოს უკვე აქვს ძალიან დიდი როლი. გამტარუნარიანობა, როგორც საავტომობილო, ასევე, სარკინიგზო მიმოსვლა ყოველწლიურად იზრდება საქართველოს გავლით

ზვიად შალამბერიძის განცხადებით, მაკა ბოჭორიშვილის ბაქოში ვიზიტის მსგავსი შეხვედრები „შუა დერეფნის“ პროექტის განხორციელებას აახლოებს და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს.

ზვიად შალამბერიძე მაკა ბოჭორიშვილის ბაქოში ვიზიტზე: ასეთი ვიზიტები სულ უფრო და უფრო აახლოებს იმ პროექტის ერთიანად განხორციელებას, რომელსაც „შუა დერეფანი“ ჰქვია. ამ თვალსაზრისით საქართველოს უკვე აქვს ძალიან დიდი როლი. გამტარუნარიანობა, როგორც საავტომობილო, ასევე, სარკინიგზო მიმოსვლა ყოველწლიურად იზრდება საქართველოს გავლით
იმედინიუსი

ასეთი ვიზიტები სულ უფრო და უფრო აახლოებს იმ პროექტის ერთიანად განხორციელებას, რომელსაც „შუა დერეფანი“ ჰქვია. „შუა დერეფნის“ თვალსაზრისით საქართველოს უკვე აქვს ძალიან დიდი როლი. გამტარუნარიანობა, როგორც საავტომობილო, ასევე, სარკინიგზო მიმოსვლა ყოველწლიურად იზრდება საქართველოს გავლით, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ, ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის ბაქოში ვიზიტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, დაკავშირებადობა და „შუა დერეფნის“ პროექტი არის ის ძირითადი საკითხები, რომელსაც საქართველოს მხარე ოფიციალურ შეხვედრებზე განიხილავს.

„იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის ამბობს, რომ სამხრეთ კავკასიაში სტაბილური მდგომარეობა პირდაპირ პროპორციულად აისახება როგორც საქართველოზე, ისე ჩვენი მეზობელი ქვეყნების წარმატებაზე, შესაბამისად, ასეთი ტიპის უმაღლესი ვიზიტები გასაკვირიც უკვე აღარ არის. ჩვენ ვხედავთ, რომ ორმხრივი ვიზიტები იმართება, როგორც აზერბაიჯანში, ასევე, სომხეთში. მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ აზერბაიჯანზე და ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული ვიზიტი ემსახურებოდა კიდევ უფრო მშვიდობის განმტკიცებას ჩვენს რეგიონში და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, რა თქმა უნდა, უნდა ვისაუბროთ იმ ენერგომატარებლებზე, რომლებსაც დღევანდელ დღეს ახორციელებს ეს ორი ქვეყანა ერთობლივად. მხედველობაში მაქვს ბაქო-სუფსა, ბაქო-ერზერუმი და ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომლითაც არაერთი ევროპული ქვეყანა სარგებლობს და რომელსაც მომავალი წლიდან ჩეხეთიც უერთდება. შესაბამისად, ამ ნავთობსადენებში და გაზსადენებში გამტარობის მოცულობა კიდევ უფრო და უფრო იზრდება და იზრდება ჩვენი ქვეყნის შემოსავალიც.

ამის პარალელურად, ჩვენ ვსაუბრობთ ზოგადად ახალი ტიპის დაკავშრებადობაზე, რომელიც არა მხოლოდ აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს და შემდგომ უკვე ევროპის ქვეყნებს აკავშირებს ერთმანეთთან, არამედ ევროპას საქართველოს და აზერბაიჯანის გავლით უკვე შუა აზიასთან და ყველაზე ძირითად და მთავარ მოთამაშესთან, რომელიც არის ჩინეთი.

ჩვენი საზოგადოებისთვის არ არის ახალი დღევანდელ დღეს იმაზე საუბარი, რომ დაკავშირებადობის კუთხით საქართველოს საკვანძო ადგილი უჭირავს და რა თქმა უნდა, ასეთი ვიზიტები სულ უფრო და უფრო აახლოებს იმ პროექტის ერთიანად განხორციელებას, რომელსაც „შუა დერეფანი“ ჰქვია.

„შუა დერეფნის“ თვალსაზრისით საქართველოს უკვე აქვს ძალიან დიდი როლი. გამტარუნარიანობა, როგორც საავტომობილო, ასევე, სარკინიგზო მიმოსვლა ყოველწლიურად იზრდება საქართველოს გავლით. სწორედ ამის საფუძველი იყო, როდესაც საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აშენებულიყო, რომლის დაღრმავებითი სამუშაოები ფაქტობრივად რამდენიმე კვირაში სრულდება და რომელშიც შეიძლება 2029 წლისთვისაც კი გარკვეული ტვირთბრუნვა დაიწყოს.

შეხვედრები, რომელიც იმართება არის წინაპირობა იმისა, რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო დაჩქარდეს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად გაიზარდოს“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები