პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აკაკი ალადაშვილი: ისე უმოწყალოდ არბევენ და ძალადობენ პოლიციელები, სამართალდამცველი ორგანოები საფრანგეთში ამ ბავშვებზე, რომ ასეთი რამის მოფიქრება და ნახვა ფილმის სცენარშიც, სიუჟეტშიც რთული იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ალადაშვილმა საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მხრიდან ძალადობა დაგმო და შეადარა ეს ევრობიუროკრატების შეფასებებს საქართველოსთან დაკავშირებით.

აკაკი ალადაშვილი: ისე უმოწყალოდ არბევენ და ძალადობენ პოლიციელები, სამართალდამცველი ორგანოები საფრანგეთში ამ ბავშვებზე, რომ ასეთი რამის მოფიქრება და ნახვა ფილმის სცენარშიც, სიუჟეტშიც რთული იქნება
იმედინიუსი

ისე უმოწყალოდ არბევენ და ძალადობენ პოლიციელები, სამართალდამცველი ორგანოები საფრანგეთში ამ ბავშვებზე, ასე ვიტყოდი - ისინი სტუდენტები არიან, რომ ასეთი რამის მოფიქრება და ნახვა ფილმის სცენარშიც, სიუჟეტშიც რთული იქნება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, აკაკი ალადაშვილმა საფრანგეთში, აქციების დროს განვითარებული მოვლენების შეფასებისას.

მან საფრანგეთში სამართალდამცველების მხრიდან გამოხატული ძალადობის შემთხვევები დაგმო და საქართველოში აქციის მონაწილეების მხრიდან გამოვლენილ ძალადობებზე ევრობიუროკრატების მიერ გაკეთებული განცხადებები გაიხსენა.

„ჩვენ ვნახეთ საქართველოში ძალადობის სცენები, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის სცენები, პარლამენტზე ძალადობრივი შტურმის სცენა, პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმის სცენამ პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა და ამას ევრობიუროკრატებმა აზრის გამოხატვის თავისუფლება და შეკრების თავისუფლება უწოდეს. ისე უმოწყალოდ არბევენ და ძალადობენ პოლიციელები, სამართალდამცველი ორგანოები საფრანგეთში ამ ბავშვებზე, ასე ვიტყოდი - ისინი სტუდენტები არიან, რომ ასეთი რამის მოფიქრება და ნახვა ფილმის სცენარშიც, სიუჟეტშიც რთული იქნება“, - განაცხადა ალადაშვილმა.

ცნობისთვის, საფრანგეთში ბოლო რამდენიმე დღეა, მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. მიტინგები სკოლებში სწავლის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დაიწყო. თავდაპირველად დემონსტრაციებს სკოლის მოსწავლეები მართავდნენ, ხოლო მოგვიანებით მათ სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ. დემონსტრაციები პოლიციელებთან შეტაკებებით სრულდება. ვრცელდება კადრები, სადაც პოლიციელები აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ძალას იყენებენ. ორ შემთხვევაში რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად ადამიანმა თვალი დაკარგა ან დაუზიანდა. კიდევ ერთი შემთხვევა ლანსში მოხდა, სადაც 15 წლის მოზარდს ხელის მტევანი მოწყდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოისე უმოწყალოდ ძალადობენ საფრანგეთის პოლიციელები ბავშვებზე, რომ ასეთი სიუჟეტის მოფიქრება და ნახვა ფილმის სცენარშიც რთული იქნება, ევრობიუროკრატია კი დუმს - აკაკი ალადაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
როცა საქართველოში გვქონდა ძალადობრივი აქციები, პარლამენტზე, პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი, პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა, ამას ისინი დემოკრატიად აფასებდნენ - აკაკი ალადაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები