აკაკი ალადაშვილი ევრობიუროკრატების ორმაგი სტანდარტების შესახებ: „ახლა, როცა თავის ქვეყნებში მიიღეს ძალადობა, მანქანების დაწვა, სახელმწიფო შენობებსა და ინსტიტუტებზე შტურმი, ეს თურმე ძალადობაა, არადემოკრატიულია, მათთვის მიუღებელია და ჩვენთან შეიძლება?! აი, ეს არის ორმაგი სტანდარტის ნათელი მაგალითი“
აკაკი ალადაშვილი ევრობიუროკრატებს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ როდესაც ევროპაში ხდება ძალადობა, ეს მათთვის მიუღებელია, საქართველოში კი რევოლუციურ მცდელობებსა და ინსტიტუტებზე შტურმს თავადვე ახალისებდნენ.

„ახლა, როცა თავის ქვეყნებში მიიღეს ძალადობა, მანქანების დაწვა, სახელმწიფო შენობებსა და ინსტიტუტებზე შტურმი, ეს თურმე ძალადობაა, არადემოკრატიულია, მათთვის მიუღებელია და ჩვენთან შეიძლება?! აი, ეს არის ორმაგი სტანდარტის ნათელი მაგალითი“, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, აკაკი ალადაშვილმა ევრობიუროკრატების ორმაგი სტანდარტების შესახებ საუბრისას განაცხადა.
„ევრობიუროკრატების მხრიდან ჩვენ ძალიან ხშირად ვხვდებით ორმაგ სტანდარტს – დავიწყოთ ამის განხილვა პოლიტიკური პარტიების აკრძალვიდან და გადავიდეთ საფრანგეთსა და ევროპის სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე პროცესებზე.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აიკრძალა პოლიტიკური პარტიები ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილებისა და განხილვების გარეშე უკრაინაში. კრინტიც კი არ დასცდენია ვინმეს, რომ ეს არაკონსტიტუციურია. აიკრძალა რამდენიმე პარტია მოლდოვაში. ბოლო 20 წლის განმავლობაში აიკრძალა ძალადობრივი, არაკონსტიტუციური პარტიები ჩეხეთში, ბელგიაში, თურქეთში, ისრაელში, სამხრეთ კორეაში. შესაბამისად, ეს არის თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპი: თუ დემოკრატიამ თავი არ დაიცვა, დემოკრატიის მტრები – როგორიც დღეს არიან ეს რადიკალური დაჯგუფებები საქართველოში – გაანადგურებენ დემოკრატიას და მივიღებთ იმ მმართველობას, რაც ჩვენ გვქონდა 2012 წლამდე: ავტოკრატიული დიქტატურა, რომელიც ძალადობაზე, შიშზე, ადამიანის უფლებების სრულ უგულვებელყოფაზე და წამებაზეა დაფუძნებული (აი, ამ ხუთივე ასაკრძალი პარტიის სახე არის „კასრები“, მათ უნდა ჰქონდეთ პარტიის გამოხატულებად კასრები).
კიდევ იმაში გამოიხატება ევრობიუროკრატების ორმაგი სტანდარტი, რომ აფდ („ალტერნატივა გერმანიისთვის“) არის გერმანიაში ოპოზიციური პარტია, რომელიც პირველი ოპოზიციური პარტიაა დღეს გერმანიაში და გამოკითხვებით ლიდერობს ფედერალურ დონეზეც და ადგილობრივ დონეზეც. და ეს პარტია არ იღწვის რევოლუციისთვის, არ ძალადობს, არ თესავს შუღლს, არ ილანძღება, არ იგინება და, ჩვენი რადიკალებისგან განსხვავებით, სახელმწიფოებრივი ინტერესები გააჩნია. გერმანიაში, სხვათა შორის, არის 21-ე მუხლი კონსტიტუციაში, სადაც არის მატერიალური მხარე, როდის შეიძლება აიკრძალონ პოლიტიკური პარტიები: ეს პარტიები უნდა იყვნენ მომართული ანტისახელმწიფოებრივად, არ უნდა აღიარებდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს და უნდა იყვნენ გასული კონსტიტუციური წესწყობილებიდან. ამასთან ერთად, ეს მიზნები უნდა იყოს გარდაქმნილი ქმედებებში. აფდ-ს ასეთი ქმედებები კი არა, მიზანიც კი არ აქვთ – არც რევოლუციის მოხდენა უნდათ, არც სახელმწიფოს დამხობა და ა. შ., რასაც ჩვენთან ეს რადიკალები აცხადებენ და შემდეგ ქმედებებში ახორციელებენ. და წარმოიდგინეთ, რომ გერმანიაში ასეთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვა უნდათ მხოლოდ იმიტომ, რომ ის არ ჯდება მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში, და ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი მათი ორმაგი სტანდარტის.
ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში ვიხილეთ რამდენიმე რევოლუციური მცდელობა, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი, და ერთი კრიტიკული განცხადებაც კი არ გაუკეთებიათ ევრობიუროკრატებს. ის კი არა, მათი წაქეზებით, მათი ფინანსური სახსრებით ხდებოდა ეს ყველაფერი. პირდაპირ მოუწოდებდნენ, მაიდანიზაცია მომხდარიყო საქართველოში. ესეც არ იკმარეს – თვითონ ევრობიუროკრატები, მაღალჩინოსნები ჩამოვიდნენ საქართველოში და მიტინგებს უძღვებოდნენ, ასეთი რამ ალბათ მსოფლიოს არ ახსოვს. ახლა კი, როცა თავის ქვეყნებში მიიღეს ძალადობა, მანქანების დაწვა, სახელმწიფო შენობებსა და ინსტიტუტებზე შტურმი, ეს თურმე ძალადობაა, არადემოკრატიულია, არ შეიძლება, კომენდანტის საათი დააწესეს, განცხადება ვნახე – სოციალური ქსელი შევზღუდოთო. ეს თურმე მათთვის მიუღებელია, და ჩვენთან შეიძლება?! აი, ეს არის ორმაგი სტანდარტის ნათელი მაგალითი. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი ბრძენია, გათვითცნობიერებულია ამ ყველაფერში და ძალიან სწორ დასკვნებს აკეთებს“, – განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„ახლა, როცა თავის ქვეყნებში მიიღეს ძალადობა, მანქანების დაწვა, სახელმწიფო შენობებსა და ინსტიტუტებზე შტურმი, ეს თურმე ძალადობაა, არადემოკრატიულია, მათთვის მიუღებელია და ჩვენთან შეიძლება?! აი, ეს არის ორმაგი სტანდარტის ნათელი მაგალითი“
„ევრობიუროკრატების მხრიდან ჩვენ ძალიან ხშირად ვხვდებით ორმაგ სტანდარტს – დავიწყოთ ამის განხილვა პოლიტიკური პარტიების აკრძალვიდან და გადავიდეთ საფრანგეთსა და ევროპის სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე პროცესებზე. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აიკრძალა პოლიტიკური პარტიები ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილებისა და განხილვების გარეშე უკრაინაში. კრინტიც კი არ დასცდენია ვინმეს, რომ ეს არაკონსტიტუციურია. აიკრძალა რამდენიმე პარტია მოლდოვაში. ბოლო 20 წლის განმავლობაში აიკრძალა ძალადობრივი, არაკონსტიტუციური პარტიები ჩეხეთში, ბელგიაში, თურქეთში, ისრაელში, სამხრეთ კორეაში. შესაბამისად, ეს არის თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპი: თუ დემოკრატიამ თავი არ დაიცვა, დემოკრატიის მტრები – როგორიც დღეს არიან ეს რადიკალური დაჯგუფებები საქართველოში – გაანადგურებენ დემოკრატიას და მივიღებთ იმ მმართველობას, რაც ჩვენ გვქონდა 2012 წლამდე: ავტოკრატიული დიქტატურა, რომელიც ძალადობაზე, შიშზე, ადამიანის უფლებების სრულ უგულვებელყოფაზე და წამებაზეა დაფუძნებული (აი, ამ ხუთივე ასაკრძალი პარტიის სახე არის „კასრები“, მათ უნდა ჰქონდეთ პარტიის გამოხატულებად კასრები). კიდევ იმაში გამოიხატება ევრობიუროკრატების ორმაგი სტანდარტი, რომ აფდ („ალტერნატივა გერმანიისთვის“) არის გერმანიაში ოპოზიციური პარტია, რომელიც პირველი ოპოზიციური პარტიაა დღეს გერმანიაში და გამოკითხვებით ლიდერობს ფედერალურ დონეზეც და ადგილობრივ დონეზეც. და ეს პარტია არ იღწვის რევოლუციისთვის, არ ძალადობს, არ თესავს შუღლს, არ ილანძღება, არ იგინება და, ჩვენი რადიკალებისგან განსხვავებით, სახელმწიფოებრივი ინტერესები გააჩნია. გერმანიაში, სხვათა შორის, არის 21-ე მუხლი კონსტიტუციაში, სადაც არის მატერიალური მხარე, როდის შეიძლება აიკრძალონ პოლიტიკური პარტიები: ეს პარტიები უნდა იყვნენ მომართული ანტისახელმწიფოებრივად, არ უნდა აღიარებდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს და უნდა იყვნენ გასული კონსტიტუციური წესწყობილებიდან. ამასთან ერთად, ეს მიზნები უნდა იყოს გარდაქმნილი ქმედებებში. აფდ-ს ასეთი ქმედებები კი არა, მიზანიც კი არ აქვთ – არც რევოლუციის მოხდენა უნდათ, არც სახელმწიფოს დამხობა და ა. შ., რასაც ჩვენთან ეს რადიკალები აცხადებენ და შემდეგ ქმედებებში ახორციელებენ. და წარმოიდგინეთ, რომ გერმანიაში ასეთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვა უნდათ მხოლოდ იმიტომ, რომ ის არ ჯდება მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში, და ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი მათი ორმაგი სტანდარტის. ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში ვიხილეთ რამდენიმე რევოლუციური მცდელობა, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი, და ერთი კრიტიკული განცხადებაც კი არ გაუკეთებიათ ევრობიუროკრატებს. ის კი არა, მათი წაქეზებით, მათი ფინანსური სახსრებით ხდებოდა ეს ყველაფერი. პირდაპირ მოუწოდებდნენ, მაიდანიზაცია მომხდარიყო საქართველოში. ესეც არ იკმარეს – თვითონ ევრობიუროკრატები, მაღალჩინოსნები ჩამოვიდნენ საქართველოში და მიტინგებს უძღვებოდნენ, ასეთი რამ ალბათ მსოფლიოს არ ახსოვს. ახლა კი, როცა თავის ქვეყნებში მიიღეს ძალადობა, მანქანების დაწვა, სახელმწიფო შენობებსა და ინსტიტუტებზე შტურმი, ეს თურმე ძალადობაა, არადემოკრატიულია, არ შეიძლება, კომენდანტის საათი დააწესეს, განცხადება ვნახე – სოციალური ქსელი შევზღუდოთო. ეს თურმე მათთვის მიუღებელია, და ჩვენთან შეიძლება?! აი, ეს არის ორმაგი სტანდარტის ნათელი მაგალითი. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი ბრძენია, გათვითცნობიერებულია ამ ყველაფერში და ძალიან სწორ დასკვნებს აკეთებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.