ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

როცა საქართველოში გვქონდა ძალადობრივი აქციები, პარლამენტზე, პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი, პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა, ამას ისინი დემოკრატიად აფასებდნენ - აკაკი ალადაშვილი

ქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტიცესკო- ცენტრალური საარჩევნო კომისია

აკაკი ალადაშვილი დასავლელ ლიდერებს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საქართველოში აქციებსა და შტურმს ისინი დემოკრატიად აფასებდნენ, საკუთარ ქვეყნებში კი მსგავს პროტესტს მიუღებლად მიიჩნევენ და კომენდანტის საათს აწესებენ.

ევროპაში მასობრივი პროტესტისა და არეულობის ფონზე თბილისში დასავლეთის ორმაგ სტანდარტებზე საუბრობენ. "ქართულ ოცნებაში" კიდევ ერთხელ საუბრობენ ევრობიუროკრატების პოლიტიკურ მიზნებსა და შერჩევით მიდგომებზე, როდესაც ერთსა და იმავე ქმედებას საკუთარ და სხვა ქვეყნებში მკვეთრად განსხვავებულ შეფასებას აძლევენ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, აკაკი ალადაშვილის განცხადებით, როდესაც საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი და ძალადობრივი ქმედებები მიმდინარეობდა, დასავლელი ლიდერები, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტი, ამ პროცესებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებად აფასებდნენ.

"როდესაც ჩვენ საქართველოში გვქონდა ძალადობრივი აქციები, პარლამენტზე შტურმი, პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი, ცესკოზე შტურმი, პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა, ქალაქის გადაწვის მცდელობა, ამას ისინი აფასებდნენ როგორც დემოკრატიას, როგორც სიტყვის თავისუფლებას, შეკრების თავისუფლებას, აზრის გამოხატვის თავისუფლებას. ბატონი მაკრონიც იყო გამოსული, მოგეხსენებათ, და მოგვიწოდებდა, რომ არ გვემოქმედა ასეთი ძალადობრივი აქციების წინააღმდეგ და შეაფასა როგორც დემოკრატია მათი ეს ძალადობრივი აქციები. შესაბამისად, როდესაც მათ უკვე თავიანთ ქალაქებში და ქვეყნებში მიიღეს ძალადობრივი აქციები, უკვე აღარ მოსწონთ ეს, მათთვის ეს მიუღებელია, მათთვის ეს არ შეიძლება, მათთვის ეს არის დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლა, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი, დააწესეს კომენდანტის საათი, მოითხოვენ სოციალური ქსელების შეზღუდვას", - აცხადებს აკაკი ალადაშვილი.

ავტორი: ნანა გოგატაძე

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
აკაკი ალადაშვილი ევრობიუროკრატების ორმაგი სტანდარტების შესახებ: „ახლა, როცა თავის ქვეყნებში მიიღეს ძალადობა, მანქანების დაწვა, სახელმწიფო შენობებსა და ინსტიტუტებზე შტურმი, ეს თურმე ძალადობაა, არადემოკრატიულია, მათთვის მიუღებელია და ჩვენთან შეიძლება?! აი, ეს არის ორმაგი სტანდარტის ნათელი მაგალითი“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები