პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პაველ ჰერჩინსკი - საქართველომ ნებაყოფლობით გამოხატა სურვილი, ევროკავშირში გაწევრიანებულიყო და სწორედ მან უნდა გვაჩვენოს, რომ აკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს - გადაწყვეტილებას მნიშვნელობა აქვს, გადაწყვეტილებებს შედეგი აქვს

საკონსტიტუციო სასამართლო

პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან შეჯახების გზაზეა და გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო გაჩერებულია, თუმცა კურსის შეცვლის შემთხვევაში ევროპული გზა კვლავ აღდგება.

პაველ ჰერჩინსკი - საქართველომ ნებაყოფლობით გამოხატა სურვილი, ევროკავშირში გაწევრიანებულიყო და სწორედ მან უნდა გვაჩვენოს, რომ აკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს - გადაწყვეტილებას მნიშვნელობა აქვს, გადაწყვეტილებებს შედეგი აქვს
ინტერპრესნიუსი

მცდელობები, რომ აიკრძალოს მთავარი ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით, საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიის საფუძვლებს - საქართველომ ნებაყოფლობით გამოხატა სურვილი, რომ ევროკავშირში გაწევრიანებულიყო და სწორედ საქართველომ უნდა გვაჩვენოს, რომ ის აკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წევრმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროკავშირის გაფართოების 2026 წლის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის გზა ღიაა, თუ საქართველოს ხელისუფლება კურსს შეიცვლის და დაუბრუნდება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემას.

„როგორც ეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან შეჯახების გზაზეა. ამავდროულად, ევროკავშირის ხანგრძლივი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ კვლავაც მყარია. ასევე, უწყვეტია ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ხალხის, ევროპული არჩევანისა. თუკი საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ შეცვალოს თავისი კურსი და კვლავაც მხარი დაუჭიროს ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირში გაწევრიანებას - ეს არის დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, საქართველოს ევროპული გზა კვლავაც აღდგება. საქართველომ ნებაყოფლობით გამოხატა სურვილი, რომ ევროკავშირში გაწევრიანებულიყო და სწორედ საქართველომ უნდა გვაჩვენოს, რომ ის აკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს. რიგი გაფართოების ანგარიშები ატყობინებდა საქართველოს ხელისუფლებას თუ რა არის საჭირო იმის გასაკეთებლად, რომ ეს კრიტერიუმები დაკმაყოფილებულიყო. დღეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დე ფაქტო გაჩერებულია. გასული წლის განმავლობაში საქართველოში სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. ძალიან სერიოზული უკუსვლაა დემოკრატიის კუთხით, სწრაფი ეროზიაა კანონის უზენაესობის მიმართულებით და არის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა. ყველაფერი ეს არის შედეგი იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა, რომელიც გაკეთდა საქართველოში. გადაწყვეტილებას მნიშვნელობა აქვს, გადაწყვეტილებებს შედეგი აქვს. ევროპული გზა კვლავაც ღიაა საქართველოსთვის, თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს, შეცვალოს კურსი და და კვლავ იქნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ფუნდამენტური უფლებების ერთგული. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ხალხის ევროპული ინტერესებისადმი კვლავ უცვლელია“,- განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2ნეიტრალური 2
  1. პირველი არხისამთავრობოპაველ ჰერჩინსკი – საქართველომ ნებაყოფლობით განაცხადა სურვილი, ევროკავშირში გაწევრიანებულიყო და სწორედ საქართველომ უნდა გვაჩვენოს, რომ ის აკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპაველ ჰერჩინსკი - ხელისუფლების გაცხადებული ნება, გაწევრიანდნენ ევროკავშირში, კვლავ წინააღმდეგობაში მოდის მათ მიერ ხშირად გამოხატულ მტრულ ანტიევროპულ, მანიპულაციურ ნარატივებში და შეთქმულების თეორიებში
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპაველ ჰერჩინსკი - საქართველომ ნებაყოფლობით გამოხატა სურვილი, ევროკავშირში გაწევრიანებულიყო და სწორედ მან უნდა გვაჩვენოს, რომ აკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს - გადაწყვეტილებს მნიშვნელობა აქვს, გადაწყვეტილებებს შედეგი აქვს
  4. BM.GEოპოზიციურისაქართველო უარს ამბობს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის უპირატესობებზე - პაველ ჰერჩინსკი
  5. BM.GEოპოზიციური„EU-ში გაწევრიანება საქართველოს ნებაყოფლობითი სურვილია, მანვე უნდა აჩვენოს, რომ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს“ - ჰერჩინსკი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როგორც ეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან შეჯახების გზაზეა. ამავდროულად, ევროკავშირის ხანგრძლივი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ კვლავაც მყარია. ასევე, უწყვეტია ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ხალხის, ევროპული არჩევანისა. თუკი საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ შეცვალოს თავისი კურსი და კვლავაც მხარი დაუჭიროს ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირში გაწევრიანებას - ეს არის დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, საქართველოს ევროპული გზა კვლავაც აღდგება. საქართველომ ნებაყოფლობით გამოხატა სურვილი, რომ ევროკავშირში გაწევრიანებულიყო და სწორედ საქართველომ უნდა გვაჩვენოს, რომ ის აკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს. რიგი გაფართოების ანგარიშები ატყობინებდა საქართველოს ხელისუფლებას თუ რა არის საჭირო იმის გასაკეთებლად, რომ ეს კრიტერიუმები დაკმაყოფილებულიყო. დღეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დე ფაქტო გაჩერებულია. გასული წლის განმავლობაში საქართველოში სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. ძალიან სერიოზული უკუსვლაა დემოკრატიის კუთხით, სწრაფი ეროზიაა კანონის უზენაესობის მიმართულებით და არის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა. ყველაფერი ეს არის შედეგი იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა, რომელიც გაკეთდა საქართველოში. გადაწყვეტილებას მნიშვნელობა აქვს, გადაწყვეტილებებს შედეგი აქვს. ევროპული გზა კვლავაც ღიაა საქართველოსთვის, თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს, შეცვალოს კურსი და და კვლავ იქნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ფუნდამენტური უფლებების ერთგული. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ხალხის ევროპული ინტერესებისადმი კვლავ უცვლელია“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს! საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია, ჩვენ ამას პატივს ვცემთ, ეს არის ყველაზე აშკარა განსხვავება ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის - მოუსმინეთ თქვენს ჰიმნს, როდესაც მას უსმენ, რთულია, ცრემლი არ მოგადგეს - თავისუფლება!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები