პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა მესტიის მუნიციპალიტეტის პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა

განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა მესტიის მუნიციპალიტეტის პედაგოგებს მადლობის სიგელები გადასცა. ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოება ქვეყნის მასშტაბით მინისტრის გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით მიმდინარეობს.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა მესტიის მუნიციპალიტეტის პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა
იმედინიუსი

საქართველოს რეგიონებში ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება გრძელდება. ამჯერად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, მესტიის მუნიციპალიტეტის პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა, - აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, ბაია კვიციანმა მასწავლებლებს მრავალწლიანი, ნაყოფიერი საქმიანობისა და განათლების სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, პედაგოგების პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და საქმისადმი ერთგულება მომავალი თაობების აღზრდისა და განათლების სისტემის განვითარების უმნიშვნელოვანესი საფუძველია.

დაჯილდოების ღონისძიებაზე ადგილობრივი ხელისუფლების სახელით პედაგოგებს მადლიერების ნიშნად სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ინიციატივის მიზანია მასწავლებელთა მრავალწლიანი საქმიანობის, პროფესიული ღვაწლისა და განათლების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილის დაფასება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს რეგიონებში ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება გრძელდება
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ზვიად გაბისონიამ გორისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები