ზელენსკი: რუსეთთან დეესკალაციური შეთანხმების გარეშე სანქციების შესუსტება აშკარა სისუსტეა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან დეესკალაციური შეთანხმების გარეშე სანქციების შესუსტება აშკარა სისუსტეა და რუსეთისთვის ნავთობპროდუქტების გაყიდვის უფლების მიცემა ომში ინვესტიციაა.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ტრამპის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეუთანხმდა, რომ რუსეთი ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის.
ზელენსკის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქება აშკარა სისუსტეა.
ზელენსკი აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და საშუალებას აძლევს მეტი ადამიანი მოკლას, უფრო დიდხანს აწარმოოს ომი, უფრო ნაკლები პატივისცემა ჰქონდეს ამერიკისადმი, და უფრო დიდი დანაკარგები და ზიანი მიაყენოს მსოფლიოს.
"უკრაინა მზად არის სიმეტრიული დეესკალაციური ნაბიჯები გადადგას და ამერიკულმა გუნდმა იცის ჩვენი პოზიცია. რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე და სხვა სანავთობო ობიექტებზე ჩვენი დარტყმები პასუხია უკრაინის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ რუსეთი მრავალწლიანი ტერორის კამპანიაზე. უკრაინა ცეცხლს არ გაუჩენს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს თუ რუსეთი არ გაანადგურებს ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. მსგავსი ტიპის შეთანხმებას ვთავაზობთ ამერიკელებს და გვჯერა, რომ შეერთებულ შტატებს საკმარისი ძალა გააჩნია მსგავსი კომპრომისის მისაღწევად.
პუტინისთვის საჩუქრები არ მოუტანს მშვიდობას ან რაიმე სარგებელს ცივილიზებულ სამყაროს. რუსეთი დიზელისთვის შემდგომი ტერორითა და ვერაგობით „გადაიხდის“. რუსეთისთვის ნავთობპროდუქტების გაყიდვისთვის უფლების მიცემა ინვესტიციაა ომში, რომელიც უნდა დასრულდეს და არა გახანგრძლივდეს. საჭიროა რეალური დეესკალაცია რუსეთთან ორმხრივ საფუძველზე", - წერს ზელენსკი.
ციტატები სტატიიდან
„უკრაინა მზად არის სიმეტრიული დეესკალაციური ნაბიჯები გადადგას და ამერიკულმა გუნდმა იცის ჩვენი პოზიცია. რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე და სხვა სანავთობო ობიექტებზე ჩვენი დარტყმები პასუხია უკრაინის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ რუსეთი მრავალწლიანი ტერორის კამპანიაზე. უკრაინა ცეცხლს არ გაუჩენს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს თუ რუსეთი არ გაანადგურებს ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. მსგავსი ტიპის შეთანხმებას ვთავაზობთ ამერიკელებს და გვჯერა, რომ შეერთებულ შტატებს საკმარისი ძალა გააჩნია მსგავსი კომპრომისის მისაღწევად. პუტინისთვის საჩუქრები არ მოუტანს მშვიდობას ან რაიმე სარგებელს ცივილიზებულ სამყაროს. რუსეთი დიზელისთვის შემდგომი ტერორითა და ვერაგობით „გადაიხდის“. რუსეთისთვის ნავთობპროდუქტების გაყიდვისთვის უფლების მიცემა ინვესტიციაა ომში, რომელიც უნდა დასრულდეს და არა გახანგრძლივდეს. საჭიროა რეალური დეესკალაცია რუსეთთან ორმხრივ საფუძველზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.