ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკი - დიზელის შეთანხმება პირველი ნაბიჯია, რუსეთისთვის სანქციების მოხსნა გაგრძელდება

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დიზელის შეთანხმება პირველი ნაბიჯია და რუსეთისთვის სანქციების მოხსნა გაგრძელდება, თუმცა ამ გზით პუტინის შეჩერება შეუძლებელია. უკრაინის პრეზიდენტმა ეს კომენტარი დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეჩერებაზე გააკეთა.

ვოლოდიმირ ზელენსკი - დიზელის შეთანხმება პირველი ნაბიჯია, რუსეთისთვის სანქციების მოხსნა გაგრძელდება
ვოლოდიმირ ზელენსკი - დიზელის შეთანხმება პირველი ნაბიჯია, რუსეთისთვის სანქციების მოხსნა გაგრძელდებაინტერპრესნიუსი

დიზელის შეთანხმება პირველი ნაბიჯია, რუსეთისთვის სანქციების მოხსნა გაგრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთზე ზეწოლის შემსუბუქება ომის დასრულებას ხელს ვერ შეუწყობს.

უკრაინის პრეზიდენტმა კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის წინააღმდეგ „ლინდსი გრემის კანონით“ გათვალისწინებული სანქციებისა და ტარიფების ამოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით გააკეთა.

„ვთვლი, რომ დიზელის შეთანხმება პირველი ნაბიჯია. სამწუხაროდ, ამ გზით პუტინის შეჩერება შეუძლებელია. პირიქით, ის ბედნიერია, რომ ასეთი მხარდაჭერა აქვს. მიუხედავად ამისა, ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს, რათა პუტინმა მკვლელობები, ჩვენს ენერგოსექტორზე დარტყმები და ეს ომი შეწყვიტოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვთვლი, რომ დიზელის შეთანხმება პირველი ნაბიჯია. სამწუხაროდ, ამ გზით პუტინის შეჩერება შეუძლებელია. პირიქით, ის ბედნიერია, რომ ასეთი მხარდაჭერა აქვს. მიუხედავად ამისა, ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს, რათა პუტინმა მკვლელობები, ჩვენს ენერგოსექტორზე დარტყმები და ეს ომი შეწყვიტოს“
ზელენსკი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩემთვის ტრამპთან საუბარი უფრო მარტივია, ვიდრე პუტინთანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები