ზელენსკი: პუტინისთვის გაკეთებული საჩუქრები ცივილიზებულ სამყაროს მშვიდობასა და სიკეთეს არ მოუტანს - რუსეთისთვის ნავთობპროდუქტების გაყიდვის უფლების მიცემა ომში ინვესტირებაა, რუსეთი მიწოდებულ დიზელს შემდგომი ტერორითა და ვერაგობით „დაგვიბრუნებს“
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთისთვის ნავთობპროდუქტების გაყიდვის უფლების მიცემა ომში ინვესტირებაა და მშვიდობას არ მოიტანს. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა განაცხადა რუსული დიზელის მიწოდებისა და ტრანსპორტირებისთვის დროებითი გენერალური ლიცენზიის გაცემის შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინისთვის რაიმე სახის „საჩუქრები“ ან დათმობები ცივილიზებულ სამყაროს მშვიდობასა და სარგებელს არ მოუტანს.
უკრაინის ლიდერის განცხადებით, რუსეთი ნავთობპროდუქტების გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს და დიზელს შემდგომი ტერორისა და ვერაგობისთვის გამოიყენებს.
„პუტინისთვის გაკეთებული საჩუქრები ცივილიზებულ სამყაროს მშვიდობასა და სიკეთეს არ მოუტანს. რუსეთი მიწოდებულ დიზელს შემდგომი ტერორითა და ვერაგობით „დაგვიბრუნებს“. რუსეთისთვის ნავთობპროდუქტების გაყიდვის უფლების მიცემა ომში ინვესტირებაა, რომელიც უნდა დასრულდეს და არა გაგრძელდეს. აუცილებელია რუსეთთან ორმხრივ პრინციპებზე დამყარებული რეალური დეესკალაცია. ჩვენ ვეყრდნობით ამერიკის სამართლიან მხარდაჭერას სიცოცხლისა და უკრაინელი ხალხის დასაცავად, ასევე იმას, რომ შეერთებული შტატები რუსეთთან პრინციპულ და მკაცრ დიალოგს გამართავს. საუბარი ძლიერი უნდა იყოს და არა სუსტი“, - აღნიშნა მან.
მანამდე აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის დავალებით, უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) დაუყოვნებლივ გასცემს დროებით გენერალურ ლიცენზიას. აღნიშნული დოკუმენტი გლობალურ ბაზარზე რუსული დიზელის მიწოდებისა და ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაზელენსკი: როდესაც ჩვენ მშვიდობაზე ვსაუბრობთ, ამერიკა რუსეთს დიზელის საწვავის ექსპორტის უფლებას აძლევს - მივიჩნევ, რომ ჩვენი მომლაპარაკებლების გუნდს უბრალოდ, როგორც შირმას, ისე იყენებენ, ეს, რა თქმა უნდა, არ არის სამართლიანი, არ არის პარტნიორული
“პუტინისთვის გაკეთებული საჩუქრები არც მშვიდობას მოიტანს და არც რაიმე სარგებელს” – ზელენსკი
ზელენსკი: რუსეთთან დეესკალაციური შეთანხმების გარეშე სანქციების შესუსტება აშკარა სისუსტეა
რუსეთისთვის ნავთობპროდუქტების გაყიდვის უფლების მიცემა ომში ინვესტიციაა – ზელენსკი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…