ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

მოსკოვმა, ცხინვალმა და სოხუმმა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს

რუსეთმა, აფხაზეთმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო გარანტიების მიღება მოითხოვეს. აღნიშნული მოთხოვნა გაჟღერდა მიხეილ გალუზინის, ოლეგ ბარციცისა და კონსტანტინ კოჩიევის შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ პრესრელიზში, სადაც ასევე ისაუბრეს ადმინისტრაციული საზღვრების დელიმიტაციასა და დემარკაციაზე.

მოსკოვმა, ცხინვალმა და სოხუმმა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს
მოსკოვმა, ცხინვალმა და სოხუმმა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენესფორმულა

რუსეთმა, აფხაზეთმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო გარანტიების მიღება მოითხოვეს.

ამის შესახებ ნათქვამია შეხვედრის შემაჯამებელ პრესრელიზში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ გალუზინის, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, ოლეგ ბარციცის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის მრჩევლის, კონსტანტინ კოჩიევის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

განცხადების თანახმად, კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია იურიდიულად სავალდებულო გარანტიების შემუშავების გარეშე, რომ თბილისი ორი რეგიონის წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებს.

გარდა ამისა, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აფხაზეთის, ასევე საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების დელიმიტაციაზე და შემდგომ დემარკაციაზე.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში განვითარებული მოვლენები და რეგიონის სახელმწიფოებში უსაფრთხოების საკითხები.

მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.