პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით მათიკაშვილი – რუსეთი ომშია ჩართული, მის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციები წესდება, თუმცა, როცა დასავლეთს საწვავი დასჭირდა, ძალიან მარტივად აარიდეს სანქციებს თავი

ქართული ოცნება

პარლამენტის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მაშინ არიდებს თავს, როდესაც საწვავი სჭირდება, რაც აჩვენებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები სანქციების გვერდის ავლაზე უსაფუძვლო იყო.

დავით მათიკაშვილი – რუსეთი ომშია ჩართული, მის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციები წესდება, თუმცა, როცა დასავლეთს საწვავი დასჭირდა, ძალიან მარტივად აარიდეს სანქციებს თავი
პირველი არხი

რუსეთის ფედერაცია ომშია ჩართული და მის მიმართ მასშტაბური სანქციები წესდება, თუმცა, როდესაც დასავლეთს საწვავი დასჭირდა, ძალიან მარტივად აარიდეს სანქციებს თავი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, აშშ-ის მხრიდან რუსეთის პრეზიდენტთან პირდაპირი კომუნიკაცია შედგა, რის შედეგადაც მსოფლიო საზოგადოებას რუსეთისგან საწვავის გარკვეული რაოდენობის მიღების შესაძლებლობა მიეცა.

„ეს მაშინ, როდესაც საქართველოს სრულიად უსაფუძვლოდ ადანაშაულებდნენ სანქციების გვერდის ავლაში. ჩვენთვის ეს ბრალდება იყო ქართველ ხალხსა და საქართველოზე თავდასხმა. ყველა იმ კონკრეტული მონიტორინგის შედეგებით, რაც საქართველოში ჩატარდა ამ თვალსაზრისით, საქართველო, რა თქმა უნდა, გამართლდა. საპირისპირო ჩანს იმ შემთხვევების ანალიზის დროს, როდესაც პირიქით, აქეთ სჭირდება მსოფლიოს სხვადასხვა სახის საწვავი და რუსეთთან მშვენიერ გარიგებაში შედიან მათთვის მისაღები პირობებით“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით მათიკაშვილი: ჩვენგან მოითხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციისთვის, თურმე არავის ჰქონდა უფლება რუსეთთან საუბრის დაწყების და თვითონ როგორც კი დასჭირდათ და როგორც აღმოჩნდა, მთელი ამ ომის განმავლობაში მილიარდობით ევროს გაცხოველებული აღებ-მიცემობა ჰქონდათ რუსეთის ფედერაციასთანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები