ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა, მათ შორის ერთი ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და კულტივირების ბრალდებით 4 პირი დააკავეს.

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა, მათ შორის ერთი ნარკორეალიზატორია
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა, მათ შორის ერთი ნარკორეალიზატორიაალია

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 4 პირი დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების, ეზოს და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, მათ შორის, მცენარე „კანაფი“ და „მარიხუანა“.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთი დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 265-ე პრიმამუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთასითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები