სამეგრელოს პოლიციამ ნარკორეალიზატორი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა
დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ფარული
აუდიო-ვიდეო ჩანაწერების შედეგად, დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკული
საშუალება „მეთადონის“ რეალიზაციას ახდენდა.
პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო უკანონოდ რეალიზებული ნარკოტიკული
საშუალება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე ტერცია
მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.