პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს - დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ სხვადასხვა რეგიონში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით 4 პირი დააკავა. ჩხრეკისას ამოღებულია მეფედრონი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, მეთადონი და მარიხუანა; ბრალდებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს - დაკავებულია 4 პირი
რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის, ქვემო ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, 4 პირი დააკავეს, მათ შორის, ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

დაკავებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, შეძენა-შენახვაში დახმარება, რეალიზაციის ხელშეწყობა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირება.

სამართალდამცველებმა,მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერის, ასევე, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: "მეფედრონი", "ტეტრაჰიდროკანაბინოლი", "მეთადონი", "მცენარე კანაფი" და "მარიხუანა".

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25-260-ე, 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოპოლიციამ თბილისში ნარკორეალიზაციის სქემაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 4 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
  2. იმედინიუსისამთავრობოპოლიციამ თბილისში ნარკორეალიზაციის სქემაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 4 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
  3. ფორმულაოპოზიციურიამოიღეს 60 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" - დააკავეს 4 პირი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სამართალდამცველებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები