პუტინის, ფაშინიანის და ალიევის დახურული შეხვედრა – დეტალები
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქმენეთში კასპიის სამიტის შემდეგ დახურული, 15-წუთიანი შეხვედრა გამართეს, რომლის დროც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა შეათანხმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქმენეთში, კასპიის სამიტის შემდეგ, დახურული შეხვედრა გამართეს. – ინფორმაციას გამოცემა „კომერსანტი“ ავრცელებს.
შეხვედრა, რომელიც მანამდე დაანონსებული არ ყოფილა დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა. შეხვედრის დრო რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა შეათანხმა. დსთ-ის ქვეყნების ლიდერთა გაფართოებული შემადგენლობის დახურული სხდომის დროს იგი ამ საკითხზე ცალ-ცალკე ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს. სომხეთის პრემიერ-მინისტრს კასპიის სამიტში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა მისი დასრულებას დაელოდა ვლადიმერ პუტინთან და ილჰამ ალიევთან შეხვედრისთვის.
ვლადიმერ პუტინის თურქმენეთში გამგზავრებამდე იური უშაკოვი აცხადებდა, რომ ვლადიმერ პუტინისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა დაგეგმილი არ იყო. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ღონისძიების მსვლელობისას მათ კონტაქტს არ გამორიცხავდა.- წერს კომერსანტი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.