ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წწ. სამოქმედო გეგმის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა მიიღეს

საგარეო საქმეთა სამინისტრო

თბილისში გაიმართა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის მმართველი კომიტეტის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა. ღონისძიება გახსნეს ლაშა დარსალიამ და კლაუს ნოიკირხმა, რომლებმაც განიხილეს პროექტების მიმდინარეობა და შეაჯამეს შედეგები.

საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წწ. სამოქმედო გეგმის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა მიიღეს
საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წწ. სამოქმედო გეგმის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა მიიღესრუსთავი 2

9 ოქტომბერს, თბილისში, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წწ. სამოქმედო გეგმის მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა. ღონისძიება გახსნეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, კლაუს ნოიკირხმა.

მმართველი კომიტეტის შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს საანგარიშო პერიოდში სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების მიმდინარეობა და შეაჯამეს მიღწეული შედეგები. ხაზი გაესვა სამოქმედო გეგმის მნიშვნელობას რეფორმების განხორციელების პროცესში და ამ კუთხით, ევროპის საბჭოსთან წარმატებულ თანამშრომლობას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა 2023 წლის 18 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1478-ე სხდომის ფარგლებში იქნა მიღებული და ეს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს მეოთხე სამოქმედო გეგმაა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.