პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლაშა დარსალიამ სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 34-ე კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვაში მიიღო მონაწილეობა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 34-ე კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვა გაიმართა, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ მიიღო მონაწილეობა.

ლაშა დარსალიამ სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 34-ე კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვაში მიიღო მონაწილეობა
იმედინიუსი

სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 34-ე კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვა გაიმართა. სხდომაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ. კონსოლიდირებული ანგარიში ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ წარადგინა.

დოკუმენტი ასახავს 2026 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში განვითარებულ მოვლენებს. მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ლაშა დარსალიამ მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და მინისტრთა კომიტეტს, კონსოლიდირებული ანგარიშის მიღებისთვის და ხაზი გაუსვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების ევროპის საბჭოს დღის წესრიგში აქტიურად შენარჩუნების აუცილებლობას.

ვიზიტის ფარგლებში, ლაშა დარსალია ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალან ბერსესაც შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. პირველი არხისამთავრობოსაქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 34-ე კონსოლიდირებული ანგარიში განიხილეს
  2. რუსთავი 2სამთავრობო"კონფლიქტი საქართველოში" - სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში განიხილეს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ალან ბერსე - საქართველოში მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით - ვიცი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა მიმდინარეობს, ვაკვირდებით და აღვნიშნავთ, რომ ევროპის საბჭოს წევრობა მისი ღირებულებების ერთგულებას გულისხმობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები