პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს რკინიგზა, ეკონომიკური განვითარების, რეგიონული მიმოსვლისა და ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი - მისი ისტორია 154 წელიწადს ითვლის

საქართველოს რკინიგზა

საქართველოში რკინიგზელთა დღე აღინიშნა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ვიცე-პრემიერმა მარიამ ქვრივიშვილმა ქვეყნის ეკონომიკაში რკინიგზის მნიშვნელობაზე, სატრანზიტო პოტენციალსა და დაგეგმილ ინვესტიციებზე ისაუბრეს. ასევე ცნობილი გახდა, რომ რკინიგზაში მოგება გაორმაგდა, სატვირთო გადაზიდვები გაიზარდა, ხოლო თანამშრომლებს ხელფასები 20%-ით მოემატება.

საქართველოს რკინიგზა, ეკონომიკური განვითარების, რეგიონული მიმოსვლისა და ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი - მისი ისტორია 154 წელიწადს ითვლის
რუსთავი 2

მოდერნიზებული, თანამედროვე და გამართული სარკინიგზო სისტემა საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, უფრო მეტად გააძლიეროს საკუთარი როლი სატრანზიტო მიმართულებით. რკინიგზელთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ რკინიგზა ქვეყნისთვის, ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია და ერთ-ერთ მთავარ სატრანსპორტო არტერიად რჩება. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა იმ ინვესტიციაზე, რომელსაც სახელმწიფო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში 2032 წლამდე განახორციელებს.

საქართველოს რკინიგზა, რომ ეკონომიკური განვითარების, რეგიონული მიმოსვლისა და ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია - ვიცე პრემიერმაც აღნიშნა. მარიამ ქვრივიშვილმა რკინიგზელებს პროფესიული დღე მიულოცა და ის სტატისტიკური მაჩვენებლები წარმოადგინა, რაც რკინიგზის განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადასვლას მოწმობს.

საქართველოს რკინიგზაში ახალი მენეჯმენტის მუშაობის პირობებში, შეიცვალა კომპანიის მართვის მიდგომები. გაუმჯობესდა საოპერაციო პროცესები, შემცირდა ხარჯები და დაზოგილი რესურსი კომპანიის განვითარებას მოხმარდა. შედეგად მიმდინარე წლის ცხრა თვეში, რკინიგზის მოგება გაორმაგდა, სატვირთო გადაზიდვები კი 13 პროცენტით გაიზარდა. პირველი იანვრიდან სარკინიგზო ხაზზე მომუშავე ყველა თანამშრომელს ხელფასი 20%-ით მოემატება.

ღონისძიების ფარგლებში, რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, საპატიო რკინიგზელები "ერთგული სამსახურისთვის" დააჯილდოვა.

საქართველოს რკინიგზის ისტორია 154 წელიწადს ითვლის. ეს ისტორია 1872 წლიდან იწყება, როდესაც ფოთიდან თბილისის მიმართულებით პირველი მატარებელი დაიძრა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. BM.GEოპოზიციური2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებულების შრომის ანაზღაურება 20%-ით გაიზრდება - ირაკლი კობახიძე
  2. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა თანამშრომლის შრომის ანაზღაურება 20 პროცენტით გაიზრდება
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კობახიძე - მომდევნო წლების განმავლობაში, 2032 წლამდე მთლიანად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი - 2027 წლის პირველი იანვრიდან უშუალოდ სარკინიგზო ხაზზე მომუშავე თანამშრომლების შრომის ანაზღაურება დაახლოებით 20%-ით გაიზრდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები