პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე – 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა თანამშრომლის შრომის ანაზღაურება 20 პროცენტით გაიზრდება

საქართველოს რკინიგზა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა თანამშრომლის ხელფასი 20 პროცენტით გაიზრდება.

ირაკლი კობახიძე – 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა თანამშრომლის შრომის ანაზღაურება 20 პროცენტით გაიზრდება
პირველი არხი

ის შედეგები, რაც გვაქვს საქართველოს რკინიგზაში, არის მთლიანობაში რკინიგზელთა არაერთი თაობის შრომის შედეგი, ჩვენი გადაწყვეტილებით, 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა თანამშრომლის შრომის ანაზღაურება გაიზრდება 20 პროცენტით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 154 წლის განმავლობაში რკინიგზელების არაერთი თაობა ემსახურება ძალიან მნიშვნელოვან საქმეს.

„მინდა, დღეს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თითოეულ რკინიგზელს, რკინიგზელებს, რომლებიც ყოველდღიურად, ხშირად ძალიან რთულ პირობებში უზრუნველყოფენ რკინიგზის გამართულ და უსაფრთხო მუშაობას. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა თანამშრომლის შრომის ანაზღაურება გაიზრდება 20 პროცენტით. ბატონ ლაშას, მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ინიციატივისთვის, ძვირფას რკინიგზელებს კიდევ ერთხელ მივმართავ, კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა თქვენი შრომისთვის, თქვენი ღვაწლისთვის ჩვენი ქვეყნის მიმართ და მინდა, მოგილოცოთ რკინიგზელის დღე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. BM.GEოპოზიციური2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებულების შრომის ანაზღაურება 20%-ით გაიზრდება - ირაკლი კობახიძე
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კობახიძე - მომდევნო წლების განმავლობაში, 2032 წლამდე მთლიანად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება
  3. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს რკინიგზა, ეკონომიკური განვითარების, რეგიონული მიმოსვლისა და ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი - მისი ისტორია 154 წელიწადს ითვლის
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მინდა, დღეს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თითოეულ რკინიგზელს, რკინიგზელებს, რომლებიც ყოველდღიურად, ხშირად ძალიან რთულ პირობებში უზრუნველყოფენ რკინიგზის გამართულ და უსაფრთხო მუშაობას. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა თანამშრომლის შრომის ანაზღაურება გაიზრდება 20 პროცენტით. ბატონ ლაშას, მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ინიციატივისთვის, ძვირფას რკინიგზელებს კიდევ ერთხელ მივმართავ, კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა თქვენი შრომისთვის, თქვენი ღვაწლისთვის ჩვენი ქვეყნის მიმართ და მინდა, მოგილოცოთ რკინიგზელის დღე“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
2027 წლის პირველი იანვრიდან უშუალოდ სარკინიგზო ხაზზე მომუშავე თანამშრომლების შრომის ანაზღაურება დაახლოებით 20%-ით გაიზრდება - მარიამ ქვრივიშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები