პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებულების შრომის ანაზღაურება 20%-ით გაიზრდება - ირაკლი კობახიძე

საქართველოს რკინიგზა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა თანამშრომლის შრომის ანაზღაურება 20%-ით გაიზრდება.

2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებულების შრომის ანაზღაურება 20%-ით გაიზრდება - ირაკლი კობახიძე
BM.GE

ის შედეგები, რაც გვაქვს საქართველოს რკინიგზაში, არის მთლიანობაში რკინიგზელთა არაერთი თაობის შრომის შედეგი, ჩვენი გადაწყვეტილებით, 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა თანამშრომლის შრომის ანაზღაურება გაიზრდება 20 პროცენტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 154 წლის განმავლობაში რკინიგზელების არაერთი თაობა ემსახურება ძალიან მნიშვნელოვან საქმეს.

„„გილოცავთ დღევანდელ დღეს! მიხარია, რომ გრძელდება ჩვენი ტრადიცია და დღესაც ერთად აღვნიშნავთ ამ არაჩვეულებრივ, გამორჩეულ დღეს.საქართველოს რკინიგზის ისტორია ითვლის 154 წელიწადს. 1872 წლიდან იწყება ეს ისტორია, როდესაც ფოთიდან თბილისის მიმართულებით პირველი მატარებელი დაიძრა. მას შემდეგ, საუკუნე-ნახევარზე მეტია, რკინიგზა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია და საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სატრანსპორტო არტერიად რჩება.დღეს, როდესაც იცვლება სატრანსპორტო მარშრუტები და იზრდება შუა დერეფნის მიმართ ინტერესი, რკინიგზის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მოდერნიზებული, თანამედროვე და გამართული სარკინიგზო სისტემა საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს საკუთარი როლი სატრანზიტო მიმართულებით. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. მომდევნო წლების განმავლობაში, 2032 წლამდე მთლიანად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. პორტებთან, ავტომაგისტრალებთან და აეროპორტებთან ერთად, ამ გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი არის რკინიგზის განახლება და გაძლიერება. გასული წლის ბოლოს დასრულდა საქართველოს ძირითადი სარკინიგზო მაგისტრალის ისტორიული მოდერნიზაცია, რომლის შედეგადაც გაორმაგდა გამტარუნარიანობა და მნიშვნელოვნად შემცირდა გადაზიდვის დრო. ასევე ჩვენ დავასრულეთ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი და რკინიგზის ამ მონაკვეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი ოპერირება

მინდა, დღეს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თითოეულ რკინიგზელს, რკინიგზელებს, რომლებიც ყოველდღიურად, ხშირად ძალიან რთულ პირობებში უზრუნველყოფენ რკინიგზის გამართულ და უსაფრთხო მუშაობას. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა თანამშრომლის შრომის ანაზღაურება გაიზრდება 20 პროცენტით. ბატონ ლაშას, მინდა მადლობა გადავუხადო ამ ინიციატივისთვის, ძვირფას რკინიგზელებს კიდევ ერთხელ მივმართავ, კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა თქვენი შრომისთვის, თქვენი ღვაწლისთვის ჩვენი ქვეყნის მიმართ და მინდა, მოგილოცოთ რკინიგზელის დღე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 1
  1. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა თანამშრომლის შრომის ანაზღაურება 20 პროცენტით გაიზრდება
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კობახიძე - მომდევნო წლების განმავლობაში, 2032 წლამდე მთლიანად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება
  3. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს რკინიგზა, ეკონომიკური განვითარების, რეგიონული მიმოსვლისა და ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი - მისი ისტორია 154 წელიწადს ითვლის
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
2027 წლის პირველი იანვრიდან უშუალოდ სარკინიგზო ხაზზე მომუშავე თანამშრომლების შრომის ანაზღაურება დაახლოებით 20%-ით გაიზრდება - მარიამ ქვრივიშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები