ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტიგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა და მხარი დაუჭირა. კანონპროექტი ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა, რომელმაც ყურადღება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსებასა და პრიორიტეტებზე გაამახვილა.

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა
სოფლის მეურნეობის კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილარუსთავი 2

პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა "საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტი განიხილა, რომელიც სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს 2027 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები გააცნო. კომიტეტის საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართულებით გათვალისწინებულ დაფინანსებასა და პრიორიტეტებზე გაამახვილა.

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 90 მილიონი ლარით და 1 მილიარდ 15 მილიონ ლარს შეადგენს. მისივე თქმით, სურსათის უვნებლობისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით გამოყოფილია - 99 მილიონ ლარამდე, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისთვის - 105 მილიონი ლარი, ერთიანი - 313 მილიონ ლარამდე, ხოლო სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციისთვის - 223 მილიონი ლარი.

პროექტის წარდგენის შემდეგ, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები - ზურაბ ეზუგბაია და ლაშა ავალიანი ესწრებოდნენ. მათ სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს და შესაბამისი სფეროების განვითარების ძირითადი საკითხები მიმოიხილეს.

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა "საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები