ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ პროექტს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. მომხსენებელმა კომიტეტს ძირითადი მაჩვენებლები, საპროგნოზო შემოსულობები, ხარჯები და რეგიონებისთვის გამოყოფილი ტრანსფერები გააცნო. კომიტეტმა ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ პროექტს მხარი დაუჭირა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ პროექტს მხარი დაუჭირაიმედინიუსი

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.

მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ძირითადი ფინანსური დოკუმენტის საპროგნოზო მაჩვენებლები გააცნო და ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელ შედეგებზე, ინფლაციის მაჩვენებელზე, ბიუჯეტის დეფიციტსა და საგარეო ვალდებულებების შესრულების შესახებ ისაუბრა. მანვე კომიტეტს ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებსა და ხარჯვით ნაწილზე ინფორმაცია გააცნო.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ავტონომიური და თვითმმართველი ერთეულებისთვის გამოყოფილ თანხებზე და რეგიონებში განსახორციელებელ პროექტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერები 755 მლნ ლარს შეადგენს. მათ შორის, თბილისის მუნიციპალიტეტისთვის 600 მლნ ლარი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისთვის - 24 მლნ ლარი, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტების სპეციალური და მიზნობრივი ტრანსფერებისთვის - 131 მლნ ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2027 წლის ადგილობრივი ბიუჯეტების ჯამური შემოსავლები 7 484 მლნ ლარს შეადგენს. მათ შორის, საგადასახადო შემოსავლები ჯამში 4 270 მლნ ლარს, ქონების გადასახადის პროგნოზი კი 840 მლნ ლარს შეადგენს. გრანტების სახით ადგილობრივი ბიუჯეტები მომავალ წელს 1 810 მლნ. ლარს, ხოლო კაპიტალური გრანტების სახით ჯამში 1 526 მლნ ლარს მიიღებენ.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილ დაფინანსებაზეც ისაუბრა და ის პროგრამები და მიზნობრივი მიმართულებები გამოყო, რომელთა განხორციელებაც მომავალ წელს იგეგმება.

ბიუჯეტის პროექტის განხილვა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. კომიტეტმა ფინანსური დოკუმენტის პროექტს მხარი დაუჭირა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დიასპორის, კულტურისა და სპორტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები