ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

4 წელი მიუსაჯეს პირს, რომელიც წვევამდელებს ჯარისგან თავის არიდებაში ეხმარებოდა – პროკურატურა

თბილისის საქალაქო სასამართლოსაქართველოს პროკურატურა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო პირი, რომელიც წვევამდელებს ყალბი სამედიცინო დოკუმენტებისა და სიმულაციის გამოყენებით სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში ეხმარებოდა. ბრალდებულს სასჯელის ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

4 წელი მიუსაჯეს პირს, რომელიც წვევამდელებს ჯარისგან თავის არიდებაში ეხმარებოდა – პროკურატურა
4 წელი მიუსაჯეს პირს, რომელიც წვევამდელებს ჯარისგან თავის არიდებაში ეხმარებოდა – პროკურატურაბათუმელები

თბილისის საქალაქო სასამართლომ წვევამდელების მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში, დოკუმენტების გაყალბების და გამოყენებაში დახმარების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტებზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 – 2026 წლებში, ბრალდებული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფთან ერთად, წვევამდელებს და მათი ოჯახის წევრებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში დახმარებას ჰპირდებოდა, რის სანაცვლოდაც მათგან მოტყუებით მიიღო ჯამში 24 200 ლარი.

„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ 2024-2026 წლებში ბრალდებული თანამზრახველებთან ერთად ყალბი სამედიცინო ისტორიის შექმნით დოკუმენტებს აყალბებდა. შედეგად, ავადმყოფობის სიმულაციის და ყალბი სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენით, სსიპ „გ. აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის“ მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისია წვევამდელს სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან ათავისუფლებდა.

ასევე, ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა საბრძოლო მასალა, რასაც მის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა“ – წერს პროკურატურა.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია – 6 ეპიზოდი), 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 19.180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობის მცდელობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 19.180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობის მცდელობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), 25.356-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში დახმარება), 25.362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი დოკუმენტის დამზადებაში და გამოყენებაში დახმარება), 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა და შენახვა) და სასჯელის ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.