პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მითვისებული 160 000 ლარი და მუქარა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაციით - დაკავებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოსაქართველოს პროკურატურა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 160 000 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო გამოყენების საქმეზე ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მითვისებული 160 000 ლარი და მუქარა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაციით - დაკავებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რუსთავი 2

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის და ანგარებით გამოყენების ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული თითქოსდა ერთობლივი ბიზნესის დაწყების მოტივით, მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 160 000 ლარს. ასევე, ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაცია. ხოლო მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა თაღლითურად მისაკუთრებული თანხის დაბრუნება მოითხოვა, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების მუქარით, სცადა მისი იძულება, უარი ეთქვა მოთხოვნაზე", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება ანგარებით ) წარედგინა.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის და ანგარებით გამოყენების ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული თითქოსდა ერთობლივი ბიზნესის დაწყების მოტივით, მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 160 000 ლარს. ასევე, ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაცია. ხოლო მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა თაღლითურად მისაკუთრებული თანხის დაბრუნება მოითხოვა, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების მუქარით, სცადა მისი იძულება, უარი ეთქვა მოთხოვნაზე“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის და ანგარებით გამოყენების ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები