ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

წვევამდელების მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში, დოკუმენტების გაყალბების და გამოყენებაში დახმარების, ასევე ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლოსაქართველოს პროკურატურა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო პირი წვევამდელების მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში, დოკუმენტების გაყალბებასა და გამოყენებაში დახმარების, ჯგუფური თაღლითობისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე. ბრალდებულს სასჯელის სახედ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

წვევამდელების მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში, დოკუმენტების გაყალბების და გამოყენებაში დახმარების, ასევე ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
წვევამდელების მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში, დოკუმენტების გაყალბების და გამოყენებაში დახმარების, ასევე ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნორუსთავი 2

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წვევამდელების მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში, დოკუმენტების გაყალბების და გამოყენებაში დახმარების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტებზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 – 2026 წლებში, ბრალდებული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფთან ერთად, წვევამდელებს და მათი ოჯახის წევრებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში დახმარებას ჰპირდებოდა, რის სანაცვლოდაც მათგან მოტყუებით მიიღო ჯამში 24 200 ლარი.

"სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ 2024-2026 წლებში ბრალდებული თანამზრახველებთან ერთად ყალბი სამედიცინო ისტორიის შექმნით დოკუმენტებს აყალბებდა. შედეგად ავადმყოფობის სიმულაციის და ყალბი სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენით, სსიპ „გ. აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის“ მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისია წვევამდელს სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან ათავისუფლებდა.

ასევე, ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა საბრძოლო მასალა, რასაც მის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - 6 ეპიზოდი), 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 19.180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობის მცდელობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 19.180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობის მცდელობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), 25.356-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში დახმარება), 25.362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი დოკუმენტის დამზადებაში და გამოყენებაში დახმარება), 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა და შენახვა) და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა," - ვკითხულობთ განცხადებაში.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.