ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი უპრეცედენტოდ მაღალია, "ლენდლორდის მოდელი" გვაძლევს საშუალებას, სახელმწიფო ფლობდეს და ავითარებდეს ნავსადგურს, მოვიზიდოთ ინვესტორები და ოპერატორები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი მაღალია და პროექტი "ლენდლორდის მოდელით" ხორციელდება. მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც ბელგიური კომპანია Jan De Nul ასრულებს, ასევე იგეგმება რკინიგზის მშენებლობის საერთაშორისო ტენდერის გამოცხადება.

თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი უპრეცედენტოდ მაღალია, "ლენდლორდის მოდელი" გვაძლევს საშუალებას, სახელმწიფო ფლობდეს და ავითარებდეს ნავსადგურს, მოვიზიდოთ ინვესტორები და ოპერატორები
თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი უპრეცედენტოდ მაღალია, "ლენდლორდის მოდელი" გვაძლევს საშუალებას, სახელმწიფო ფლობდეს და ავითარებდეს ნავსადგურს, მოვიზიდოთ ინვესტორები და ოპერატორებირუსთავი 2

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი უპრეცედენტოდ მაღალია, "ლენდლორდის მოდელი" გვაძლევს საშუალებას, რომ სახელმწიფო ფლობდეს და ავითარებდეს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, შესაბამისად მოვიზიდოთ ინვესტორები და ოპერატორები, რომლებიც შეძლებენ მოიტანონ ტვირთი, შესაბამისი გამოცდილება და ინვესტიციები, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობაზე საუბრისას.

როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, ეს მიდგომა მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და აპრობირებულია - ნავსადგურების დაახლოებით 80% სწორედ მსგავსი მოდელით ვითარდება.

"ჩვენ უკვე გადავაწყვეთ მთელი პროცესი აღნიშნული მოდელით განვითარებაზე, ახლა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო მოედანზე მიმდინარეობს მშენებლობა, ბელგიური კომპანია Jan De Nul ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს, რომ აშენდეს 1400 მეტრის სიგრძის ტალღმჭრელი და დაღრმავდეს შესაბამისი აკვატორია 17,5 მეტრამდე იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ მივიღოთ ღრმაწყლოვანი და მსხვილ ტონაჟიანი გემები.

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გეგმა-გრაფიკის მიხედვით მივდივართ და გუშინ გამოცხადდა ბაზრის კვლევა რკინიგზის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ წლის ბოლომდე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდეს", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანმა ასევე განმარტა, რომ სამშენებლო სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 200 მილიონ დოლარს შეადგენს.

"რკინიგზამ დაამთავრა პროექტირება და ჩვენ უკვე გადავდივართ სამშენებლო პროცესზე. ეს უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ანაკლია დაუკავშირდეს სატრანსპორტო ქსელებს. ამ მიმართულებით საავტომობილო მიმართულებითაც მიდის მუშაობა. ასევე ვგეგმავთ, რომ განვავითაროთ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა იმისათვის, რომ შეიქმნას ის ეკოსისტემა, რაც აუცილებელია სატრანსპორტო ჰაბისთვის", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რკინიგზამ დაამთავრა პროექტირება და ჩვენ უკვე გადავდივართ სამშენებლო პროცესზე. ეს უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ანაკლია დაუკავშირდეს სატრანსპორტო ქსელებს. ამ მიმართულებით საავტომობილო მიმართულებითაც მიდის მუშაობა. ასევე ვგეგმავთ, რომ განვავითაროთ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა იმისათვის, რომ შეიქმნას ის ეკოსისტემა, რაც აუცილებელია სატრანსპორტო ჰაბისთვის“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ჩვენ უკვე გადავაწყვეთ მთელი პროცესი აღნიშნული მოდელით განვითარებაზე, ახლა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო მოედანზე მიმდინარეობს მშენებლობა, ბელგიური კომპანია Jan De Nul ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს, რომ აშენდეს 1400 მეტრის სიგრძის ტალღმჭრელი და დაღრმავდეს შესაბამისი აკვატორია 17,5 მეტრამდე იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ მივიღოთ ღრმაწყლოვანი და მსხვილ ტონაჟიანი გემები. ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გეგმა-გრაფიკის მიხედვით მივდივართ და გუშინ გამოცხადდა ბაზრის კვლევა რკინიგზის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ წლის ბოლომდე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდეს“
თამარ იოსელიანი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.