თუ EU-ს უნდა მისი წევრი გავხდეთ, ასეთი ევროპარლამენტით ვერ მიგვიღებს – პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატები და მიღებული რეზოლუცია საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობას შეადარა და განაცხადა, რომ ევროპარლამენტის დეპუტატთა ნაწილი საბჭოთა მენტალიტეტის მატარებელია.

ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს საკითხზე ევროკავშირში გამართულმა დებატებმა, 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ ჩატარებული საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა გაახსენა. მისივე თქმით, "როგორც გუშინ გვლანძღეს ქართველები ევროპარლამენტში, ასე გვლანძღავდნენ რუსი თუ არარუსი საბჭოთა დეპუტატები".
როგორც პაპუაშვილი ამბობს, ევროპარლამენტის დეპუტატთა ნაწილი არიან "სუფთა საბჭოთა მენტალიტეტის მატარებლები". პაპუაშვილის თქმითვე, "თუ ევროკავშირს უნდა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, ასეთი პარლამენტით ჩვენ მის წევრად ვერ მიგვიღებს".
"მგონი, უკვე რთულია სერიოზულად შეაფასო ევროპარლამენტი და მისი რეზოლუციები. უკვე მეცხრე რეზოლუციაა, რომელსაც იღებენ ქართველი ხალხის მიმართ მტრული ქვეტექსტით. აქ გასაკვირიც აღარაფერი არ არის. ვხედავთ, რომ შემოდგომა და გაზაფხულია პერიოდი, როდესაც გამწვავება ემართებათ ანტიქართულ ჯგუფებს. [...]
როდესაც ვსაუბრობთ, რომ ევროკავშირს ცივილიზაციურ უფსკრულისკენ მიაქანებენ, ევროპარლამენტის შემთხვევაში ევროპარლამენტი უკვე ცივილიზაციურ უფსკრულში იმყოფება და იქიდან გვესაუბრება, ამიტომ ღირსად რომ ჩავთვალოთ, რომ რაიმე განხილვის საგანი იყოს, ჯერ ცივილიზაციური უფსკრულიდან უნდა ამოვიდეს ევროპარლამენტი სადაც დღეს იმყოფება და შემდეგ შეიძლება რაიმე წონა შეიძინოს მათმა საუბარმა.
მოგვაგონებს საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობას - ერთი-ერთში ზუსტად იგივე ესთეტიკა. ინტერნეტში დღესაც შეგიძლიათ ნახოთ 1989 წლის მაისის სახალხო დეპუტათა ყრილობა 9 აპრილის შემდეგ, სადაც როგორც გუშინ გვლანძღეს ქართველები ევროპარლამენტში, ასე გვლანძღავდნენ რუსი თუ არარუსი საბჭოთა დეპუტატები. ზუსტად იგივე ლანძღვას ვისმენდით მაშინ და რა უნდა ყოფილიყო ჩვენი რეაქცია 1989 წლის მაისის სახალხო დეპუტატთა ყრილობისადმი?! როგორც მაშინ ჩვენ, ქართველმა ხალხმა, არ მივაქციეთ ყურადღება იმ ლანძღვას, რომელიც მაშინ მოდიოდა ყრილობიდან, ასევე არ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმ ლანძღვასა და პირდაპირ ზიზღს, რომელიც ჩანს, რომ ზოგიერთ ევროპარლამენტარს პირდაპირ ქართველი ხალხის მიმართ აქვს. რასა იუკნევიჩიანეს ქართველები რომ ვეზიზღებით, ეს ეტყობა მის ლექსიკას, რიტორიკას და ყველაფერს, მას სტალინი პირად მტრად ჰყავს და რაკი სტალინი ქართველი იყო, ეს ზიზღი აქვს ქართველების მიმართ და ეს ვერ მოუნელებია.
თუ ევროკავშირს უნდა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, ასეთი პარლამენტით ჩვენ მის წევრად ვერ მიგვიღებს. ჩვენ ასეთ ხალხთან საერთო დარბაზში დასაჯდომი არაფერი გვაქვს, ხალხთან, რომელსაც პირდაპირი ზიზღი აქვს ქართველების მიმართ და ამ ზიზღის გადმოფრქვევისთვის იყენებენ ევროპარლამენტის დარბაზს" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
8 ოქტომბერს ევროპარლამენტმა მიიღო 5 პოლიტიკური ჯგუფის მიერ შეთანხმებული რეზოლუცია "ქართული ოცნების მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობის შესახებ" ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ეწინააღმდეგება და მათ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის უკან გატანას ითხოვს - რეზოლუციის პროექტი ამას საქართველოში უფრო ფართო დემოკრატიული უკუსვლის ნაწილად განიხილავს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„როგორც გუშინ გვლანძღეს ქართველები ევროპარლამენტში, ასე გვლანძღავდნენ რუსი თუ არარუსი საბჭოთა დეპუტატები“
„სუფთა საბჭოთა მენტალიტეტის მატარებლები“
„თუ ევროკავშირს უნდა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, ასეთი პარლამენტით ჩვენ მის წევრად ვერ მიგვიღებს“
„მგონი, უკვე რთულია სერიოზულად შეაფასო ევროპარლამენტი და მისი რეზოლუციები. უკვე მეცხრე რეზოლუციაა, რომელსაც იღებენ ქართველი ხალხის მიმართ მტრული ქვეტექსტით. აქ გასაკვირიც აღარაფერი არ არის. ვხედავთ, რომ შემოდგომა და გაზაფხულია პერიოდი, როდესაც გამწვავება ემართებათ ანტიქართულ ჯგუფებს. [...] როდესაც ვსაუბრობთ, რომ ევროკავშირს ცივილიზაციურ უფსკრულისკენ მიაქანებენ, ევროპარლამენტის შემთხვევაში ევროპარლამენტი უკვე ცივილიზაციურ უფსკრულში იმყოფება და იქიდან გვესაუბრება, ამიტომ ღირსად რომ ჩავთვალოთ, რომ რაიმე განხილვის საგანი იყოს, ჯერ ცივილიზაციური უფსკრულიდან უნდა ამოვიდეს ევროპარლამენტი სადაც დღეს იმყოფება და შემდეგ შეიძლება რაიმე წონა შეიძინოს მათმა საუბარმა. მოგვაგონებს საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობას - ერთი-ერთში ზუსტად იგივე ესთეტიკა. ინტერნეტში დღესაც შეგიძლიათ ნახოთ 1989 წლის მაისის სახალხო დეპუტათა ყრილობა 9 აპრილის შემდეგ, სადაც როგორც გუშინ გვლანძღეს ქართველები ევროპარლამენტში, ასე გვლანძღავდნენ რუსი თუ არარუსი საბჭოთა დეპუტატები. ზუსტად იგივე ლანძღვას ვისმენდით მაშინ და რა უნდა ყოფილიყო ჩვენი რეაქცია 1989 წლის მაისის სახალხო დეპუტატთა ყრილობისადმი?! როგორც მაშინ ჩვენ, ქართველმა ხალხმა, არ მივაქციეთ ყურადღება იმ ლანძღვას, რომელიც მაშინ მოდიოდა ყრილობიდან, ასევე არ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმ ლანძღვასა და პირდაპირ ზიზღს, რომელიც ჩანს, რომ ზოგიერთ ევროპარლამენტარს პირდაპირ ქართველი ხალხის მიმართ აქვს. რასა იუკნევიჩიანეს ქართველები რომ ვეზიზღებით, ეს ეტყობა მის ლექსიკას, რიტორიკას და ყველაფერს, მას სტალინი პირად მტრად ჰყავს და რაკი სტალინი ქართველი იყო, ეს ზიზღი აქვს ქართველების მიმართ და ეს ვერ მოუნელებია. თუ ევროკავშირს უნდა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, ასეთი პარლამენტით ჩვენ მის წევრად ვერ მიგვიღებს. ჩვენ ასეთ ხალხთან საერთო დარბაზში დასაჯდომი არაფერი გვაქვს, ხალხთან, რომელსაც პირდაპირი ზიზღი აქვს ქართველების მიმართ და ამ ზიზღის გადმოფრქვევისთვის იყენებენ ევროპარლამენტის დარბაზს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…