შალვა პაპუაშვილი: ჩვენ რომ ვამბობთ, რომ ევროკავშირს მიაქანებენ ცივილიზაციური უფსკრულისკენ, ევროპარლამენტი უკვე იქ იმყოფება. იმისთვის, რომ ღირსად ჩავთვალოთ, რომ რამენაირად განხილვის საგანი იყოს, ჯერ ამ ცივილიზაციური უფსკრულიდან უნდა ამოვიდეს ევროპარლამენტი და შემდეგ შეიძლება, რაიმე წონა შეიძინოს მათმა საუბარმა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ევროპარლამენტის მიერ მიღებული მორიგი კრიტიკული რეზოლუცია და მკაცრი შეფასებები უარყოფითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი ცივილიზაციურ უფსკრულში იმყოფება.

მგონი, უკვე რთულია, რამენაირად სერიოზულად შეაფასო ევროპარლამენტი და მისი რეზოლუციები. ერთი მხრივ, EPP-ს სააკაშვილი მთავარ დემოკრატად მიაჩნია დღემდე. ეს ღირებულებითი უფსკრულის პირას მყოფი პარტიული გაერთიანებაა. მეორე მხრივ ვხედავთ პოსტსაბჭოთა ე.წ. ლიდერებს, გორბაჩოვის თანამებრძოლ იუკნევიჩიენეს, ასტრახანელ გერმანელებს და ასე შემდეგ. ეს ადამიანები სუფთა საბჭოთა მენტალიტეტის მატარებლები არიან და ამით ინფილტრირებული ჰყავთ ევროპარლამენტი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილმა ასე უპასუხა კითხვას საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ.
მისი შეფასებით, ევროპარლამენტი უკვე ცივილიზაციურ უფსკრულში იმყოფება და იქიდან გვესაუბრება.
„აქ გასაკვირი არაფერია. ასეთი უკვე 9 რეზოლუცია გვაქვს, სადაც სანქციების დაწესებას ითხოვენ, მესამე რეზოლუციაა, სადაც ჩემი სახელი და გვარიც ამოვიკითხე. ჩვენ შემდეგნაირად უნდა შევხედოთ - ჩვენ რომ ვამბობთ, რომ ევროკავშირს მიაქანებენ ცივილიზაციური უფსკრულისკენ, ევროპარლამენტი უკვე იქ იმყოფება, ცივილიზაციურუფსკრულში და იქიდან გვესაუბრება. ამიტომ იმისთვის, რომ ღირსად ჩავთვალოთ, რომ რამენაირად განხილვის საგანი იყოს, ჯერ ამ ცივილიზაციური უფსკრულიდან უნდა ამოვიდეს ევროპარლამენტი და შემდეგ შეიძლება, რაიმე წონა შეიძინოს მათმა საუბარმა.
[ევროპარლამენტი] მოგვაგონებს საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობას, იგივე ესთეტიკაა. დღესაც შეგიძლიათ, ნახოთ ინტერნეტში 1989 წლის მაისის სახალხო დეპუტატთა ყრილობა 9 აპრილის შემდეგ, სადაც ზუსტადროგორც გუშინ გვლანძღეს ქართველები ევროპარლამენტში, ასე გვლანძღავდნენ რუსი თუ არარუსი საბჭოთა დეპუტატები, იგივე ლანძღვას ვისმენდით. რა უნდა ყოფილიყო ჩვენი რეაქცია 1989 წლის მაისის სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე? როგორც მაშინ ქართველმა ხალხმა ყურადღება არ მივაქციეთ იმ ლანძღვას, რომელიც მოდიოდა ამ ყრილობიდან, ასევე არ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმ ლანძღვას, იმ ზიზღს, რომელიც ჩანს, რომზოგიერთს ევროპარლამენტარს აქვს ქართველი ხალხის მიმართ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ქართველი ხალხის მიმართ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს დამოკიდებულებაზეც გაამახვილა ყურადღება.
„რასა იუკნევიჩიენეს უბრალოდ რომ ვეზიზღებით ქართველები, ეტყობა მის ლექსიკაში, რიტორიკაში. მას პირად მტრად ჰყავს სტალინი და რადგან სტალინი ქართველი იყო, ზიზღი აქვს ქართველების მიმართ, რომელიც ვერ მოუნელებია.
ევროკავშირს თუ უნდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ასეთი ევროპარლამენტით, ჩვენ წევრად ვერ მიგვიღებენ, ჩვენ ასეთ ხალხთან ერთ დარბაზში დასაჯდომი არაფერი გვაქვს, ხალხთან, რომელსაც ქართველების მიმართ პირდაპირ ზიზღი აქვს და ამ ზიზღის გადმოფრქვევისთვის იყენებენ ევროპარლამენტის დარბაზს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც ცნობილია, ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო.
ციტატები სტატიიდან
„აქ გასაკვირი არაფერია. ასეთი უკვე 9 რეზოლუცია გვაქვს, სადაც სანქციების დაწესებას ითხოვენ, მესამე რეზოლუციაა, სადაც ჩემი სახელი და გვარიც ამოვიკითხე. ჩვენ შემდეგნაირად უნდა შევხედოთ - ჩვენ რომ ვამბობთ, რომ ევროკავშირს მიაქანებენ ცივილიზაციური უფსკრულისკენ, ევროპარლამენტი უკვე იქ იმყოფება, ცივილიზაციურუფსკრულში და იქიდან გვესაუბრება. ამიტომ იმისთვის, რომ ღირსად ჩავთვალოთ, რომ რამენაირად განხილვის საგანი იყოს, ჯერ ამ ცივილიზაციური უფსკრულიდან უნდა ამოვიდეს ევროპარლამენტი და შემდეგ შეიძლება, რაიმე წონა შეიძინოს მათმა საუბარმა. [ევროპარლამენტი] მოგვაგონებს საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობას, იგივე ესთეტიკაა. დღესაც შეგიძლიათ, ნახოთ ინტერნეტში 1989 წლის მაისის სახალხო დეპუტატთა ყრილობა 9 აპრილის შემდეგ, სადაც ზუსტადროგორც გუშინ გვლანძღეს ქართველები ევროპარლამენტში, ასე გვლანძღავდნენ რუსი თუ არარუსი საბჭოთა დეპუტატები, იგივე ლანძღვას ვისმენდით. რა უნდა ყოფილიყო ჩვენი რეაქცია 1989 წლის მაისის სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე? როგორც მაშინ ქართველმა ხალხმა ყურადღება არ მივაქციეთ იმ ლანძღვას, რომელიც მოდიოდა ამ ყრილობიდან, ასევე არ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმ ლანძღვას, იმ ზიზღს, რომელიც ჩანს, რომზოგიერთს ევროპარლამენტარს აქვს ქართველი ხალხის მიმართ“
„რასა იუკნევიჩიენეს უბრალოდ რომ ვეზიზღებით ქართველები, ეტყობა მის ლექსიკაში, რიტორიკაში. მას პირად მტრად ჰყავს სტალინი და რადგან სტალინი ქართველი იყო, ზიზღი აქვს ქართველების მიმართ, რომელიც ვერ მოუნელებია. ევროკავშირს თუ უნდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ასეთი ევროპარლამენტით, ჩვენ წევრად ვერ მიგვიღებენ, ჩვენ ასეთ ხალხთან ერთ დარბაზში დასაჯდომი არაფერი გვაქვს, ხალხთან, რომელსაც ქართველების მიმართ პირდაპირ ზიზღი აქვს და ამ ზიზღის გადმოფრქვევისთვის იყენებენ ევროპარლამენტის დარბაზს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.