ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია კანდიდატები – პაპუაშვილი ყეინიშვილზე
პროკურატურამ სებ-ის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კანდიდატის შერჩევაზე პასუხისმგებლობა სალომე ზურაბიშვილს ეკისრება.

ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს რომ სალომე ზურაბიშვილს უნდა დაუსვან შეკითხვა, როგორ შეარჩია ნანა ყეინიშვილი სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატად. მისივე თქმით, გამოძიების დეტალებში ვერ შევა.
პროკურატურამ სებ-ის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
"გამოძიების საქმეა, მე დეტალებში ვერ შევალ. რაც მოვისმინეთ, როგორც ჩანს, არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ეს საკითხი უფრო დეტალურად იქნას გამოკვლეული, ამიტომ გამოძიების საკითხია და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.
ეს მას [სალომე ზურაბიშვილს] უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია და როგორ იყო კანდიდატურები წარმოდგენილი, ეს მისი პასუხისმგებლობაა, თუმცა ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია პარლამენტიც გაეცნოს, ამ შემთხვევაში, დეტალურად გარკვეულიყო საკითხში, რაც ეხება წევრების არჩევას. დანარჩენზე თვითონ სალომე ზურაბიშვილმა უნდა გიპასუხოთ. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო რეაგირებს ამ საკითხზე" - თქვა პაპუაშვილმა.
სებ: უახლოეს სხდომაზე განვიხილავთ ნანაყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს
პროკურატურამ სებ-ის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს "ბიტექსჩეინჯის" ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.
ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად 2023 წლის სექტემბერში აირჩიეს. ის 2012-2016 წლებში ქართული ოცნების დეპუტატი იყო და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა.
სებ-ის საბჭოში ხილ-ბოსტნეულის შენახვის ტექნოლოგი აირჩიეს, ის პრეზიდენტის წარდგენილია
ციტატები სტატიიდან
„გამოძიების საქმეა, მე დეტალებში ვერ შევალ. რაც მოვისმინეთ, როგორც ჩანს, არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ეს საკითხი უფრო დეტალურად იქნას გამოკვლეული, ამიტომ გამოძიების საკითხია და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ეს მას [სალომე ზურაბიშვილს] უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია და როგორ იყო კანდიდატურები წარმოდგენილი, ეს მისი პასუხისმგებლობაა, თუმცა ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია პარლამენტიც გაეცნოს, ამ შემთხვევაში, დეტალურად გარკვეულიყო საკითხში, რაც ეხება წევრების არჩევას. დანარჩენზე თვითონ სალომე ზურაბიშვილმა უნდა გიპასუხოთ. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო რეაგირებს ამ საკითხზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.