ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

სასაზღვრო პოლიციის უფროსი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის ახლადდანიშნულ მოადგილეს, ენეს გურჩანს შეხვდა. მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

სასაზღვრო პოლიციის უფროსი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა
სასაზღვრო პოლიციის უფროსი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდარუსთავი 2

სასაზღვრო პოლიციის უფროსი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა, - ამის შესახეც ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, დავით თამაზაშვილმა, შეხვედრა გამართა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის ახლადდანიშნულ მოადგილესთან, ენეს გურჩანსთან.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხებსა და ერთობლივ გეგმებზე იმსჯელეს. განსაკუთრებულად აღინიშნა, თურქეთის რესპუბლიკის წვლილი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაში.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ენეს გურჩანს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითად ჯგუფს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაში აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე, მოადგილეები და სასაზღვრო პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის ლიდერი, თურქან ოზთურქი", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, დავით თამაზაშვილმა, შეხვედრა გამართა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის ახლადდანიშნულ მოადგილესთან, ენეს გურჩანსთან. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხებსა და ერთობლივ გეგმებზე იმსჯელეს. განსაკუთრებულად აღინიშნა, თურქეთის რესპუბლიკის წვლილი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაში. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ენეს გურჩანს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითად ჯგუფს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაში აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე, მოადგილეები და სასაზღვრო პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის ლიდერი, თურქან ოზთურქი“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.