ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

დავით თამაზაშვილი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის ახლად დანიშნულ მოადგილეს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა დავით თამაზაშვილმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის ახლად დანიშნულ მოადგილესთან, ენეს გურჩანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, სადაც თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

დავით თამაზაშვილი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის ახლად დანიშნულ მოადგილეს შეხვდა
დავით თამაზაშვილი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის ახლად დანიშნულ მოადგილეს შეხვდაიმედინიუსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა დავით თამაზაშვილმა შეხვედრა გამართა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის ახლად დანიშნულ მოადგილესთან, ენეს გურჩანსთან.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხებსა და ერთობლივ გეგმებზე იმსჯელეს. განსაკუთრებულად აღინიშნა, თურქეთის რესპუბლიკის წვლილი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებაში.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ენეს გურჩანს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითად ჯგუფს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაში აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე, მოადგილეები და სასაზღვრო პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის ლიდერი თურქან ოზთურქი.

ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.