ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თამარ იოსელიანი: მომდევნო 3 წლის განმავლობაში 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება საქართველოს რკინიგზაში, იმისათვის, რომ განახლდეს სავაგონო პარკი, შევიძინოთ ახალი ელექტროლოკომოტივები, რაც უკვე პროცესშია

საქართველოს რკინიგზა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა, რომ საქართველოს რკინიგზაში მომდევნო 3 წლის განმავლობაში 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რაც მოხმარდება ინფრასტრუქტურას, სავაგონო პარკის განახლებასა და ელექტროლოკომოტივების შეძენას. მისი თქმით, გაუმჯობესებული ფინანსური მაჩვენებლების ფონზე, 2027 წლის 1 იანვრიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული პირების ხელფასები გაიზრდება.

თამარ იოსელიანი: მომდევნო 3 წლის განმავლობაში 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება საქართველოს რკინიგზაში, იმისათვის, რომ განახლდეს სავაგონო პარკი, შევიძინოთ ახალი ელექტროლოკომოტივები, რაც უკვე პროცესშია
თამარ იოსელიანი: მომდევნო 3 წლის განმავლობაში 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება საქართველოს რკინიგზაში, იმისათვის, რომ განახლდეს სავაგონო პარკი, შევიძინოთ ახალი ელექტროლოკომოტივები, რაც უკვე პროცესშიარუსთავი 2

"თითოეულ რკინიგზელს ვულოცავ პროფესიულ დღეს, მათი ძალიან დიდი დამსახურებაა ის, რომ დღეს ჩვენი რკინიგზა ნამდვილად ეფექტიანად ემსახურება შუა დერეფანს, ჩვენს ქვეყანას, სატრანზიტო პოტენციალს და ასევე ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის არის უმნიშვნელოვანესი", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

თამარ იოსელიანმა საქართველოს რკინიგზაში დაწყებულ ისტორიული განახლების პროცესზე ისაუბრა, მისი თქმით, ძალიან მასშტაბური რეფორმები სამი მიმართულებით ხორციელდება.

"ეს არის ინფრასტრუქტურა, განახლებული შემადგენლობები, სამგზავრო და სატვირთო მიმართულებები. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად, ის ისტორიული გადაწყვეტილება, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება საქართველოს რკინიგზაში, იმისათვის, რომ განახლდეს სავაგონო პარკი, შესაბამისად, შევიძინოთ ახალი ელექტროლოკომოტივები, რაც უკვე პროცესშია", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანმა ასევე ხაზი გაუსვა ანაკლიასთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას და აღნიშნა, რომ ის ანაკლიას დააკავშირებს, შესაბამისად, სატრანსპორტო ქსელთან. მისი თქმით, ასევე, უმნიშვნელოვანესია იმ პროცესების ოპტიმიზაცია, რომელიც საქართველოს რკინიგზაში უკვე 1 წელია მიმდინარეობს.

"ახალმა მენეჯმენტმა შესაბამისი ღონისძიებები გაატარა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2026 წლის მაჩვენებლები გაუმჯობესებულია, წმინდა მოგება, ფაქტიურად, გაორმაგდა და საოპერაციო მარჟა 11 პუნქტით გაიზარდა. აღნიშნულმა ცვლილებებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ საქართველოს რკინიგზაში რკინიგზელების, იმ ადამიანების ხელფასი გავზარდოთ 2027 წლის 1 იანვრიდან, რომლებიც უშუალოდ სარკინიგზო ხაზზე მუშაობენ", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს შუა დერეფნისთვის, აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგება და შესაბამისად, ქვეყნის გადაკვეთის დროის შემცირებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები