პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს, როგორც ძლიერი, საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო პარტნიორის პოზიციონირების გასაძლიერებლად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

საქართველოს რკინიგზა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა რკინიგზელთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ საქართველოს რკინიგზაში მომდევნო სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. მისი თქმით, მიმდინარეობს ახალი ლოკომოტივების, სამგზავრო და სატვირთო ვაგონების შესყიდვა, ხოლო დეკემბრიდან ბორჯომი-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზა „კუკუშკა“ განახლებული მარშრუტით კვლავ აღადგენს მუშაობას.

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს, როგორც ძლიერი, საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო პარტნიორის პოზიციონირების გასაძლიერებლად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება
იმედინიუსი

საქართველო ისტორიულად იყო რეგიონებისა და ეკონომიკების დამაკავშირებელი ქვეყანა. დღეს, როდესაც საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება, ჩვენი ქვეყნის როლი კიდევ უფრო სტრატეგიული ხდება, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა რკინიგზელთა დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს რკინიგზა ამ პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია.

„საქართველოს, როგორც ძლიერი, საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო პარტნიორის პოზიციონირების გასაძლიერებლად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში მოხდება დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელება.

უკვე დაწყებულია 50-მდე ახალი ლოკომოტივისა და 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვის პროცესი. დღეს კი აქ, წარმოდგენილია საქართველოს რკინიგზის მიერ უკვე შესყიდული 200 ახალი სატვირთო ვაგონიდან პირველი 50 ვაგონი, რომლებიც უკვე ჩაერთო ყოველდღიურ გადაზიდვებში.

ჩვენთვის რკინიგზა მხოლოდ ტვირთების გადაადგილება და ეკონომიკური მაჩვენებლები არ არის. რკინიგზა აკავშირებს ადამიანებს, ქალაქებსა და რეგიონებს და ქმნის ქვეყნის განვითარების ახალ შესაძლებლობებს.

სწორედ ამიტომ, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დეკემბრიდან ბორჯომი-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზა - ჩვენი, ყველასთვის საყვარელი, ე.წ „კუკუშკა“ - კვლავ დაუბრუნდება თავის მარშრუტს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და სპეციალურად ამ პროექტისთვის შერჩეული ვაგონების დიზაინი ბაკურიანის ბუნებრივ გარემოსა და ისტორიულ ხასიათს განსაკუთრებულად ერწყმის.

„გვინდოდა, ეს ყოფილიყო არა მხოლოდ განახლებული მატარებელი, არამედ ის ატმოსფერო და განწყობა, რომელიც ამ უნიკალურ მარშრუტს ათწლეულების განმავლობაში ახლდა.

დარწმუნებული ვარ, მისი დაბრუნება ბევრ ადამიანს ბავშვობის თბილ მოგონებებს გაუცოცხლებს, ახალ თაობას კი შესაძლებლობას მისცემს, გაიცნოს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სარკინიგზო მარშრუტი. ეს იქნება განსაკუთრებული საჩუქარი როგორც რკინიგზელებისთვის, ისე სრულიად საქართველოსთვის“, - განაცხადა მინისტრმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 6ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს, როგორც ძლიერი, საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო პარტნიორის პოზიციების გასაძლიერებლად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება - მარიამ ქვრივიშვილი
  2. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: დეკემბრიდან ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზა - ჩვენი, ყველასთვის საყვარელი, ე.წ. კუკუშკა კვლავ დაუბრუნდება თავის მარშრუტს
  3. იმედინიუსისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: დეკემბრიდან ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზა - ჩვენი, ყველასთვის საყვარელი, ე.წ „კუკუშკა“ კვლავ დაუბრუნდება თავის მარშრუტს
  4. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს, როგორც ძლიერი, საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო პარტნიორის პოზიციონირების გასაძლიერებლად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში მოხდება დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელება - მარიამ ქვრივიშვილი
  5. რუსთავი 2სამთავრობოდეკემბრიდან ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზა, ჩვენი, ყველასთვის საყვარელი ე.წ. კუკუშკა კვლავ დაუბრუნდება თავის მარშრუტს - მარიამ ქვრივიშვილი
  6. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი – დეკემბრიდან ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზა, ჩვენი, ყველასთვის საყვარელი, ე.წ „კუკუშკა“ კვლავ დაუბრუნდება თავის მარშრუტს
  7. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმარიამ ქვრივიშვილი - დეკემბრიდან ბორჯომი-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზა, ყველასთვის საყვარელი, ე.წ „კუკუშკა“, დაუბრუნდება მარშრუტს - დარწმუნებული ვარ, ბევრ ადამიანს ბავშვობის თბილ მოგონებებს გაუცოცხლებს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოს, როგორც ძლიერი, საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო პარტნიორის პოზიციონირების გასაძლიერებლად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში მოხდება დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელება. უკვე დაწყებულია 50-მდე ახალი ლოკომოტივისა და 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვის პროცესი. დღეს კი აქ, წარმოდგენილია საქართველოს რკინიგზის მიერ უკვე შესყიდული 200 ახალი სატვირთო ვაგონიდან პირველი 50 ვაგონი, რომლებიც უკვე ჩაერთო ყოველდღიურ გადაზიდვებში. ჩვენთვის რკინიგზა მხოლოდ ტვირთების გადაადგილება და ეკონომიკური მაჩვენებლები არ არის. რკინიგზა აკავშირებს ადამიანებს, ქალაქებსა და რეგიონებს და ქმნის ქვეყნის განვითარების ახალ შესაძლებლობებს. სწორედ ამიტომ, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დეკემბრიდან ბორჯომი-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზა - ჩვენი, ყველასთვის საყვარელი, ე.წ „კუკუშკა“ - კვლავ დაუბრუნდება თავის მარშრუტს“
მარიამ ქვრივიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი - 2027 წლის პირველი იანვრიდან უშუალოდ სარკინიგზო ხაზზე მომუშავე თანამშრომლების შრომის ანაზღაურება დაახლოებით 20%-ით გაიზრდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები