ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ფავლენიშვილი – საპროცესოს გაფორმება არ გამოხატავს, რომ კონკრეტული ადამიანები დამნაშავეები არიან, მათი მხრიდან ეს ნაბიჯი გამოწვეულია ქვეყანაში არსებული რეპრესიული მდგომარეობით

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

ნაციონალური მოძრაობის დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, საპროცესო შეთანხმების გაფორმება არ ნიშნავს დაკავებულების დამნაშავეობას და ეს ნაბიჯი ქვეყანაში არსებული რეპრესიული მდგომარეობითაა გამოწვეული.

ირაკლი ფავლენიშვილი – საპროცესოს გაფორმება არ გამოხატავს, რომ კონკრეტული ადამიანები დამნაშავეები არიან, მათი მხრიდან ეს ნაბიჯი გამოწვეულია ქვეყანაში არსებული რეპრესიული მდგომარეობით
ირაკლი ფავლენიშვილი – საპროცესოს გაფორმება არ გამოხატავს, რომ კონკრეტული ადამიანები დამნაშავეები არიან, მათი მხრიდან ეს ნაბიჯი გამოწვეულია ქვეყანაში არსებული რეპრესიული მდგომარეობითპირველი არხი

ჩვენთვის ყველა პოლიტიკური ტყვე არის არის დასაფასებელი და მათი ქმედებების მორალურ განსჯაში ვერ შევალთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საპროცესოს გაფორმება არ გამოხატავს, რომ კონკრეტული ადამიანები დამნაშავეები არიან.

„ჩვენ ყველა პოლიტიკური პატიმრის პოზიციას ვცემთ პატივს. გუშინ გავრცელდა, მათ შორის, ირაკლი ნადირაძის წერილი, რომელმაც არ შეიძლება არ აღგაფრთოვანოს. 4 შვილის მამა, როგორ გმირულად იბრძვის. რაც შეეხება ბატონ პაატა ბურჭულაძეს, ისიც გახლავთ ჩვენთვის ერთ-ერთი სამაგალითო ქართველი და მისი პოზიციაც ყოველთვის არის დასაფასებელი.

როგორც მან განაცხადა, ის აპირებს იყოს ბოლო, ვინც გააფორმებს საპროცესო შეთანხმებას, თუ გააფორმებს, თეორიულად ვამბობ. მან არა საკუთარ თავზე ისაუბრა, არამედ სხვებზე. ყველა შემთხვევაში მისი პოზიცია ჩვენთვის დასაფასებელია. დაპირისპირებას იწვევს, ალბათ იმ ადამიანებს შორის რომლებსაც სხვადასხვა პოზიცია აქვთ, ჩვენ ყოველთვის ერთი პოზიცია გვაქვს, არ შეგვიცვლია ეს პოზიცია. ყველა პოლიტიკური ტყვე არის ჩვენთვის დასაფასებელი და ვერ შევალთ მორალურ განსჯაში მათი ქმედებების.

როცა ვსაუბრობთ საპროცესოს გაფორმებაზე, ეს არ იქნება იმის გამომხატველი კონკრეტული ადამიანები არიან კრიმინალები, დამნაშავეები. კარგად გვესმის, რომ ეს ხალხი არის ძალიან პატიოსანი, წესიერი, პატრიოტი ადამიანები და მათი მხრიდან ეს ნაბიჯი უბრალოდ გამოწვეულია ქვეყანაში არსებული მდგომარეობით. გამოწვეულია ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიებით და არა მათი თითქოსდა კრიმინალური საქმიანობით“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პაატა ბურჭულაძემ ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში განაცხადა: „ყველამ ვიცით, რომ „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა“.

ამასთან, პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა: „დაველოდოთ, ყველა დაკავებულის გათავისუფლებას და შემდეგ განვიხილავთ, პაატა ბურჭულაძე ციხეში უფრო ფასეული იქნება, თუ თავისუფლებაზე“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დაველოდოთ, ყველა დაკავებულის გათავისუფლებას და შემდეგ განვიხილავთ, პაატა ბურჭულაძე ციხეში უფრო ფასეული იქნება, თუ თავისუფლებაზე“
შუქრი ბურჭულაძე
„ჩვენ ყველა პოლიტიკური პატიმრის პოზიციას ვცემთ პატივს. გუშინ გავრცელდა, მათ შორის, ირაკლი ნადირაძის წერილი, რომელმაც არ შეიძლება არ აღგაფრთოვანოს. 4 შვილის მამა, როგორ გმირულად იბრძვის. რაც შეეხება ბატონ პაატა ბურჭულაძეს, ისიც გახლავთ ჩვენთვის ერთ-ერთი სამაგალითო ქართველი და მისი პოზიციაც ყოველთვის არის დასაფასებელი. როგორც მან განაცხადა, ის აპირებს იყოს ბოლო, ვინც გააფორმებს საპროცესო შეთანხმებას, თუ გააფორმებს, თეორიულად ვამბობ. მან არა საკუთარ თავზე ისაუბრა, არამედ სხვებზე. ყველა შემთხვევაში მისი პოზიცია ჩვენთვის დასაფასებელია. დაპირისპირებას იწვევს, ალბათ იმ ადამიანებს შორის რომლებსაც სხვადასხვა პოზიცია აქვთ, ჩვენ ყოველთვის ერთი პოზიცია გვაქვს, არ შეგვიცვლია ეს პოზიცია. ყველა პოლიტიკური ტყვე არის ჩვენთვის დასაფასებელი და ვერ შევალთ მორალურ განსჯაში მათი ქმედებების. როცა ვსაუბრობთ საპროცესოს გაფორმებაზე, ეს არ იქნება იმის გამომხატველი კონკრეტული ადამიანები არიან კრიმინალები, დამნაშავეები. კარგად გვესმის, რომ ეს ხალხი არის ძალიან პატიოსანი, წესიერი, პატრიოტი ადამიანები და მათი მხრიდან ეს ნაბიჯი უბრალოდ გამოწვეულია ქვეყანაში არსებული მდგომარეობით. გამოწვეულია ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიებით და არა მათი თითქოსდა კრიმინალური საქმიანობით“
ირაკლი ფავლენიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ, არაფერი დასაძრახი არ არისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები