ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ, არაფერი დასაძრახი არ არის
ლაშა ფარულავას თქმით, საპროცესო შეთანხმება თანამებრძოლებისთვის „პოლიტიკური ტყვეობიდან“ თავის დაღწევის ერთადერთი გზაა, რადგან დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს. ენმ-ის წევრი აცხადებს, რომ ამ ნაბიჯში დასაძრახი არაფერია და მათ რეპუტაციას ჩრდილი არ მიადგება.

ჩვენ გვახსოვს ირაკლი კობახიძის განცხადება ნულოვან თანაგრძნობასთან დაკავშირებით. ეს პარადიგმა მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, როდესაც საპატრიარქო ჩაერია და გაჩნდა შესაძლებლობა, ადამიანებს დაეტოვებინათ პოლიტიკური ტყვეობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ფარულავას ჰკითხეს, რომ სავარაუდოდ დღეს, კონკრეტულ პირებთან, მათ შორის მურთაზ ზოდელავასთან, საპროცესო შეთანხმება გაფორმდება. კერძოდ, ფარულავას ჰკითხეს, „როგორ შეაფასებს ამ ფაქტს, მით უმეტეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მათი თანამოაზრეებისა და აქტივისტების ნაწილის მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა?“
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, არ არსებობს სასამართლო, დამოუკიდებელი საგამოძიებო სისტემა, ყველაფერი არის ერთი კაცის ხელში და საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი მათმა თანამებრძოლებმა.
„ამიტომ, არაფერი დასაძრახი არ არის. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის კორუფციული, კრიმინალური რეჟიმის წინააღმდეგ და მხოლოდ გაგვაძლიერებს ადამიანების თავისუფლება. ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის განსხვავება ის არის, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანებს, მათ ინდივიდუალურ არჩევანს და მათ შორის შეფასებას. ჩვენ გვინდა თავისუფალი საზოგადოება, სადაც პოლიტიკური ძალები კი არ უკარნახებენ კონკრეტულ ადამიანებს, არამედ კონკრეტული ინდივიდები უკარნახებენ პოლიტიკურ აქტორებს. ამიტომ, ყველას აზრი, ყველას მოსაზრება არის დასაფასებელი. მათ აქვთ ამ მოსაზრების გამოთქმის უფლება, თუმცა მე ვისაუბრე უკვე, რომ სხვა შესაძლებლობა ახლა და ამ წუთას არ არსებობს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანი, რომელიც დააღწევს თავს პოლიტიკურ ტყვეობისგან. ეს არის მხოლოდ სასიკეთო არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ამ რეპრესიის და ტერორის გამო იტანჯებიან“, – აღნიშნა ფარულავამ.
კითხვაზე, 4 ოქტომბრის ორგანიზატორები თავად აღიარებენ დანაშაულს, ლაშა ფარულავამ განაცხადა:
„პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ ქაოსზე, რეპრესიაზე, ტერორზე, უპერსპექტივობაზე ეკისრებათ. იმაზე, რომ საქართველო იქცა თაღლითობის, ფულის გათეთრების, რუსული სისხლიანი ფულის სამრეცხაოდ, მათ შორის იმად, რასაც ჩვენ ვხედავთ – რეპრესია და ტერორი ყოველდღიურობაა, ბრიუსელის მხრიდან გაღებული კარი ივანიშვილმა ჩაკეტა, ამ კარის გაღებას ცდილობდა ქართული საზოგადოება და პოლიტიკური აქტორები თბილისში, პოლიტიკური ტერორიც ამას უკავშირდება. ეს ადამიანები არიან ქვეყნის პატრიოტები და მათ რეპუტაციას ჩვენი მხრიდან არანაირი ჩრდილი არ მიადგება“, – განაცადა ფარულავამ.
ციტატები სტატიიდან
„ამიტომ, არაფერი დასაძრახი არ არის. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის კორუფციული, კრიმინალური რეჟიმის წინააღმდეგ და მხოლოდ გაგვაძლიერებს ადამიანების თავისუფლება. ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის განსხვავება ის არის, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანებს, მათ ინდივიდუალურ არჩევანს და მათ შორის შეფასებას. ჩვენ გვინდა თავისუფალი საზოგადოება, სადაც პოლიტიკური ძალები კი არ უკარნახებენ კონკრეტულ ადამიანებს, არამედ კონკრეტული ინდივიდები უკარნახებენ პოლიტიკურ აქტორებს. ამიტომ, ყველას აზრი, ყველას მოსაზრება არის დასაფასებელი. მათ აქვთ ამ მოსაზრების გამოთქმის უფლება, თუმცა მე ვისაუბრე უკვე, რომ სხვა შესაძლებლობა ახლა და ამ წუთას არ არსებობს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანი, რომელიც დააღწევს თავს პოლიტიკურ ტყვეობისგან. ეს არის მხოლოდ სასიკეთო არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ამ რეპრესიის და ტერორის გამო იტანჯებიან“
„პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ ქაოსზე, რეპრესიაზე, ტერორზე, უპერსპექტივობაზე ეკისრებათ. იმაზე, რომ საქართველო იქცა თაღლითობის, ფულის გათეთრების, რუსული სისხლიანი ფულის სამრეცხაოდ, მათ შორის იმად, რასაც ჩვენ ვხედავთ – რეპრესია და ტერორი ყოველდღიურობაა, ბრიუსელის მხრიდან გაღებული კარი ივანიშვილმა ჩაკეტა, ამ კარის გაღებას ცდილობდა ქართული საზოგადოება და პოლიტიკური აქტორები თბილისში, პოლიტიკური ტერორიც ამას უკავშირდება. ეს ადამიანები არიან ქვეყნის პატრიოტები და მათ რეპუტაციას ჩვენი მხრიდან არანაირი ჩრდილი არ მიადგება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.