"როცა ვსაუბრობთ საპროცესოს გაფორმებაზე, ვერ შევალთ მათი ქმედებების მორალურ განსჯაში" - ირაკლი ფავლენიშვილი პაატა ბურჭულაძეზე
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა პაატა ბურჭულაძის წერილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას მათი ქმედებების მორალურ განსჯაში ვერ შევალთ.

პაატა ბურჭულაძის წერილთან დაკავშირებით, რომელიც მან ციხიდან გამოაქვეყნა და სადაც წერს, რომ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ განთავისუფლების შესაძლებლობაა, შეფასებები გრძელდება.
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, საქმე ეხება საპროცესოს გაფორმებას და ამ საკითხის მორალურ განსჯაში ვერ შევა.
"გავრცელდა, მათ შორის, ირაკლი ნადირაძის წერილი, რომელმაც არ შეიძლება არ აღგაღფრთოვანოს, ოთხი შვილის მამა როგორ გმირულად იბრძვის. რაც შეეხება ბატონ პაატას, მან როგორც განაცხადა, როგორც მახსოვს, აპირებს, რომ იყოს ბოლო, ვინც, ასე ვთქვათ, გააფორმებს ამ შეთანხმებას. როცა ვსაუბრობთ ჩვენ საპროცესოს გაფორმებაზე, ვერ შევალთ მათი ქმედებების მორალურ განსჯაში. უფრო შეიძლება თავისუფლად იმსჯელო, როდესაც არ გაქვს ეს პასუხისმგებლობა, რომ საუბრობ პარტიის სახელით", - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„გავრცელდა, მათ შორის, ირაკლი ნადირაძის წერილი, რომელმაც არ შეიძლება არ აღგაღფრთოვანოს, ოთხი შვილის მამა როგორ გმირულად იბრძვის. რაც შეეხება ბატონ პაატას, მან როგორც განაცხადა, როგორც მახსოვს, აპირებს, რომ იყოს ბოლო, ვინც, ასე ვთქვათ, გააფორმებს ამ შეთანხმებას. როცა ვსაუბრობთ ჩვენ საპროცესოს გაფორმებაზე, ვერ შევალთ მათი ქმედებების მორალურ განსჯაში. უფრო შეიძლება თავისუფლად იმსჯელო, როდესაც არ გაქვს ეს პასუხისმგებლობა, რომ საუბრობ პარტიის სახელით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…