უკრაინამ რუსეთის ქალაქ უფაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყა
უკრაინამ რუსეთის ქალაქ უფაში, საზღვრიდან 1 400 კილომეტრის დაშორებით მდებარე ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა. უკრაინული მედიის ცნობით, „ბაშნეფტ-ნოვოილის“ ქარხანაში ცეცხლი გაუჩნდა საწვავის გაწმენდისთვის განკუთვნილ მნიშვნელოვან დანადგარს.

უკრაინამ რუსეთში, ქალაქ უფაში მდებარე 2 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა.
უკრაინული მედიის ცნობით, იერიშის შედეგად, ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა, ისინი ერთმანეთის გვერდიგვერდ მდებარეობს. საუბარია უფაში მდებარე "ბაშნეფტ-ნოვოილის" ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. იერიშის შედეგად ქარხნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დანადგარს ხანძარი გაუჩნდა, რომელიც საწვავის გაწმენდისთვის აუცილებელია.
ქარხნები უკრაინის საზღვრიდან 1 400 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. იქ ბენზინს, დიზელს და საავიაციო ნავთს აწარმოებენ.
ასევე საჰაერო განგაში გამოცხადდა შერემეტიევოს აეროპორტში. თვითმხილვბელებმა აეროპორტის სიახლოვეს ხანძრის შესახებ გაავრცელეს ცნობები.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…