პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ფავლენიშვილი – ვაფრთხილებდით ყველას, რომ ივანიშვილის ქმედებები საშიში იყო და გამოიწვევდა მონაწილე პირების დასანქცირებას, რაც ხელს შეუწყობდა, სისტემის დემონტაჟის გარეშე, ქვეყნის იზოლაციას

ნაციონალური მოძრაობა

ნაციონალური მოძრაობის დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ხელისუფლების ქმედებები ქვეყნის იზოლაციასა და სანქციებს იწვევს.

ირაკლი ფავლენიშვილი – ვაფრთხილებდით ყველას, რომ ივანიშვილის ქმედებები საშიში იყო და გამოიწვევდა მონაწილე პირების დასანქცირებას, რაც ხელს შეუწყობდა, სისტემის დემონტაჟის გარეშე, ქვეყნის იზოლაციას
პირველი არხი

ქვეყანაში დიქტატურას როდესაც ამყარებ, რეპრესიულ კანონმდებლობას იღებ და ჩართული ხარ ქმედებებში, რომლებიც არის გათვალისწინებული ევროპული კანონმდებლობით, ხდები სანქციების ობიექტი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროსაბჭოსა თუ ევროპარლამენტის ყველა ახალ შეკრებაზე საქართველოს შესახებ უფრო და უფრო კრიტიკული განცხადებები ჟღერდება.

„ევროპას აქვს თავისი ნორმები და თავისი კონკრეტული მოქმედების წესი. როდესაც დიქტატურას ამყარებ ქვეყანაში, რეპრესიულ კანონმდებლობას იღებ და ჩართული ხარ ქმედებებში, რომლებიც არის გათვალისწინებული ევროპული კანონმდებლობით, ხდები სანქციების ობიექტი. ამიტომაც არაფერი გასაკვირი ამაში არ იყო. ჩვენ ვაფრთხილებდით ყველას, რომ ივანიშვილის ქმედებები იყო საშიში ჩვენი ქვეყნისთვის და გამოიწვევდა ყველა მონაწილე პირის დასანქცირებას, რაც შემდგომში ხელს შეუწყობდა, სისტემის დემონტაჟის გარეშე ქვეყნის იზოლაციასა და სანქცირებას.

გასაგებია, რომ ვიდრე ივანიშვილის რეჟიმი იქნება ხელისუფლებაში, გაგრძელდება ასეთი უარყოფითი შეფასებები. ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ახალ შეკრებაზე, იქნება ეს ევროსაბჭო, ევროპარლამენტი თუ ნებისმიერი სხვა ორგანო, ჩვენ ველოდებით უფრო და უფრო კრიტიკულ და შემაშფოთებელ განცხადებებს. გასაგებია, რომ ეს ხალხი შეიძლება დასანქცირდეს, მაგრამ ამდენი ადამიანის დასანქცირება შემდგომში გააღრმავებს იზოლაციას სისტემის მოცილების გარეშე, რაც საქართველოს სრულ იზოლაციას უქადის. თორემ გასაგებია, რომ კონკრეტული ინდივიდების დასანქცირება, რომლებმაც ძალიან ბევრი ცუდი რამ გააკეთეს, ამდენად შემაშფოთებელი არ იქნება“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია 8 ოქტომბერს მიიღო.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ფავლენიშვილი - საქართველო უფრო მეტად ეფლობა დიქტატურის ჭაობში, წითელი ხაზის გადალახვასთან ძალიან ახლოს ვართ - რაც შეეხება „ოპოზიციის ალიანსს“, ისევ ერთიანობისთვის გამოვეცალეთ, რასაც ჩვენი იქ ყოფნა ხელს უშლიდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები