ირაკლი ფავლენიშვილი – ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაში განხილულია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ დევნა, პირდაპირ ითხოვენ გიორგი ბარამიძის გათავისუფლება
ევროპის სახალხო პარტიამ მიიღო რეზოლუცია საქართველოში ავტორიტარიზმის გაძლიერებისა და პოლიტიკური კრიზისის შესახებ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, რეზოლუციაში საუბარია პარტიების აკრძალვაზე, პოლიტიკურ დევნაზე და მოთხოვნილია გიორგი ბარამიძისა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.

გუშინ, ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ და ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა ოჯახმა ევროპის სახალხო პარტიამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეხებოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ავტორიტარიზმის დამყარების მცდელობას ივანიშვილის ანტიქართული რეჟიმის მიერ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, რეზოლუციაში საუბარია პარტიების აკრძალვაზე, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ დევნაზე.
„ამ რეზოლუციაში განხილულია ყველა ანტიქართული, ანტიეროვნული და ანტიდასავლური ქმედება, რითაც ივანიშვილი ამყარებს ავტორიტარულ რეჟიმს და სურს, დიქტატურა განამტკიცოს ამ ქვეყანაში. აქ არის საუბარი პარტიების აკრძალვაზე, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ დევნაზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირ მოთხოვნილია გიორგი ბარამიძის გათავისუფლება და საუბარი არის მისი პოლიტიკური ნიშნით დაკავებაზე. ეს არის პირველი რეზოლუცია, სადაც ხაზგასმით არის საუბარი იმაზე, თუ როგორ პოლიტიკური დევნის კლასიკურ ნიმუშად შეიძლება, მივიჩნიოთ გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესი. გარდა ამისა მოთხოვნილია ჩვენი პარტიის ლიდერისა და დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილისა და ყველა სხვა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება. „ნაციონალური მოძრაობა“ არის „სახალხო პარტიის“ დიდი ოჯახის წევრი და ჩვენთვის ეს ძალიან საამაყოა, რადგან ჩვენ ღირებულებითაც ვიზიარებთ იმ მემარჯვენე კონსერვატიულ-ქრისტიანულ ღირებულებებს, რასაც ატარებს ეს დიდი ოჯახი და რა თქმა უნდა, საბოლოო გზა არის ევროპაში. ჩვენ გზა არის ქრისტიანულ ღირებულებებით, კონსერვატიული ღირებულებებით საზოგადოების და სახელმწიფოს განმტკიცება და საბოლოო ჯამში, აუცილებლად მივაღწევთ ამას ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებით“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ევროპის სახალხო პარტიამ რეზოლუცია „საქართველოში ავტორიტარიზმის გაძლიერება“ წარადგინა. როგორც ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაშია აღნიშნული, დოკუმენტის წარმდგენები გამოხატავენ სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში ავტორიტარიზმის დრამატული გაძლიერებისა და ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო, პოლიტიკური და ადამიანის უფლებათა კრიზისის გამო. „მოვუწოდებთ ევროკავშირს, გააძლიეროს მიზნობრივი სანქციები და სხვა შემზღუდველი ზომები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში პოლიტიკურ რეპრესიებზე“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ციტატები სტატიიდან
„მოვუწოდებთ ევროკავშირს, გააძლიეროს მიზნობრივი სანქციები და სხვა შემზღუდველი ზომები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში პოლიტიკურ რეპრესიებზე“
„ამ რეზოლუციაში განხილულია ყველა ანტიქართული, ანტიეროვნული და ანტიდასავლური ქმედება, რითაც ივანიშვილი ამყარებს ავტორიტარულ რეჟიმს და სურს, დიქტატურა განამტკიცოს ამ ქვეყანაში. აქ არის საუბარი პარტიების აკრძალვაზე, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ დევნაზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირ მოთხოვნილია გიორგი ბარამიძის გათავისუფლება და საუბარი არის მისი პოლიტიკური ნიშნით დაკავებაზე. ეს არის პირველი რეზოლუცია, სადაც ხაზგასმით არის საუბარი იმაზე, თუ როგორ პოლიტიკური დევნის კლასიკურ ნიმუშად შეიძლება, მივიჩნიოთ გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესი. გარდა ამისა მოთხოვნილია ჩვენი პარტიის ლიდერისა და დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილისა და ყველა სხვა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება. „ნაციონალური მოძრაობა“ არის „სახალხო პარტიის“ დიდი ოჯახის წევრი და ჩვენთვის ეს ძალიან საამაყოა, რადგან ჩვენ ღირებულებითაც ვიზიარებთ იმ მემარჯვენე კონსერვატიულ-ქრისტიანულ ღირებულებებს, რასაც ატარებს ეს დიდი ოჯახი და რა თქმა უნდა, საბოლოო გზა არის ევროპაში. ჩვენ გზა არის ქრისტიანულ ღირებულებებით, კონსერვატიული ღირებულებებით საზოგადოების და სახელმწიფოს განმტკიცება და საბოლოო ჯამში, აუცილებლად მივაღწევთ ამას ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.