ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ მამა-შვილს 18-18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველოს პროკურატურა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ მამა-შვილს, ბადრი და როლანდ უნანოვებს, 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიების ვერსიით, მათ შურისძიების მიზნით სტანისლავ სუხარევი ავტომანქანაში ჩასვეს და გონიოს გაუქმებული ხიდიდან მდინარე ჭოროხში გადააგდეს, ხოლო სუხარევის ცხედარი ამ დრომდე ნაპოვნი არ არის.

განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ მამა-შვილს 18-18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ მამა-შვილს 18-18 წლით პატიმრობა მიუსაჯესალია

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მამა-შვილს, ბადრი და როლანდ უნანოვებს, რომლებიც განზრახ მკვლელობის მცდელობაში იყვნენ ბრალდებული. ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს. საუბარია 2025 წლის 10 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე. პროკურატურის ვერსიით, მამა-შვილმა, შურისძიების მიზნით, დაზარალებულად მიჩნეული პირი – 40 წლის სტანისლავ სუხარევი – ავტომანქანაში ჩაისვეს და მდინარე ჭოროხზე, გონიოს გაუქმებული ხიდიდან დღის საათებში გადააგდეს. სუხარევის ცხედარი ამ დრომდე არაა ნაპოვნი.

მთავარი მტკიცებულება სტანისლავ სუხარევის დედის ჩვენება და ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერია, სადაც პროკურატურის ვერსიით ჩანს, რომ ბადრი უნანოვს თავისი „პრიუსით“ გონიოს ხიდისკენ მიჰყავს სტანისლავი. პროკურატურის მტკიცებით, სტანისლავ სუხარევს 75 ლარი უნდა მიეცა ბადრი და როლანდ უნანოვებისთვის, რომლის გადახდაზეც იგი თანახმა იყო, მაგრამ მამა-შვილი 150 ლარს ითხოვდა. სუხარევი და მსჯავრდებულები ერთად მუშაობდნენ სხვადასხვა მშენებლობაზე.

გამოძიების ვერსიით, მას შემდეგ, რაც სტანისლავმა მამა-შვილს ფული არ გადაუხადა, უნანოვებმა სტანისლავს სახლში მიაკითხეს, სცემეს და გონიოს გაუქმებულ ხიდთან წაიყვანეს. პროკურატურის ვერსიით, კაცს ხელკეტი რამდენჯერმე ჩაარტყეს და მდინარეში გადააგდეს. ადვოკატების ვერსიით კი როლანდ უნანოვი [შვილი] არაფერ შუაშია და სტანისლავს სახლში „პრიუსით“ მხოლოდ მამამ, ბადრი უნანოვმა მიაკითხა, გამოართვა თავისი 75 ლარი და შემდეგ თავის გზაზე წავიდა, სტანისლავის გაუჩინარება კი მამა-შვილს არ უკავშირდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს, რომლებმაც მოკვლის განზრახვით მამაკაცი მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები