14 წელი მიუსაჯეს ბათუმში, ოჯახის წევრების თანდასწრებით კაცის მკვლელობაში ბრალდებულს
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გენო შარაშიძეს ოჯახის წევრების თანდასწრებით როლანდ დავითაძის განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარებისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

14 წელი მიუსაჯეს გენო შარაშიძეს ბათუმში მომხდარი მკვლელობის საქმეზე. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა მიიღო.
საუბარია 2026 წლის 31 მაისს ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე – სევერიანე აჭარელის ქუჩაზე დღისით და ოჯახის წევრების თანდასწრებით, როლანდ დავითაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.
„ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2026 წლის 31 მაისს, ბათუმში, ბრალდებულმა დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„მე ეს გამიზნულად გავაკეთე, ეს სურვილი იყო ჩემი, ვაღიარებ“, – აღნიშნა ბრალდებულმა ამ საქმის განხილვის დროს სასამართლო სხდომაზე.
„დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა მის სახელზე რეგისტრირებული იარაღიდან განახორციელა გასროლები“, – აღნიშნა პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა „ბათუმელებთან“.
სასამართლო განხილვის დროს პროკურორი მკვლელობის მოტივად „წარსულში არსებულ უთანხმოებას“ ასახელებდა.
ამ თემაზე:
„ეს გამიზნულად გავაკეთე, სურვილი იყო ჩემი” – რა თქვა მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლოში
ციტატები სტატიიდან
„მე ეს გამიზნულად გავაკეთე, ეს სურვილი იყო ჩემი, ვაღიარებ“
„დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა მის სახელზე რეგისტრირებული იარაღიდან განახორციელა გასროლები“
„ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2026 წლის 31 მაისს, ბათუმში, ბრალდებულმა დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.