პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულებს, სასამართლომ 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

საქართველოს პროკურატურა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულ ორ პირს 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულებს, სასამართლომ 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
რუსთავი 2

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ძალადობის ფაქტებზე ორი პირი დამნაშავედ ცნო, - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბათუმში 2025 წლის 8 დეკემბერს, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს, ხოლო ორი დღის შემდეგ, ბრალდებულმა შვილთან ერთად ჯგუფურად, შურისძიების მოტივით, კვლავ ფიზიკურად იძალადა დაზარალებულზე. შემდეგ კი ბრალდებულებმა იგი მდინარე ჭოროხის ძველი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანეს, სადაც ისევ იძალადეს მასზე ფიზიკურად და შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით მდინარე ჭოროხში გადააგდეს. დაზარალებულის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის ,,ი’’ ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და ორივე ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა," - აღნიშნულია განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს, რომლებმაც მოკვლის განზრახვით მამაკაცი მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბათუმში 2025 წლის 8 დეკემბერს, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს, ხოლო ორი დღის შემდეგ, ბრალდებულმა შვილთან ერთად ჯგუფურად, შურისძიების მოტივით, კვლავ ფიზიკურად იძალადა დაზარალებულზე. შემდეგ კი ბრალდებულებმა იგი მდინარე ჭოროხის ძველი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანეს, სადაც ისევ იძალადეს მასზე ფიზიკურად და შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით მდინარე ჭოროხში გადააგდეს. დაზარალებულის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის ,,ი’’ ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და ორივე ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარების ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები