ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

18-18 წელი მიუსაჯეს ბათუმში მამა-შვილს – გონიოს ხიდზე მკვლელობის მცდელობის საქმე

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მამა-შვილს, ბადრი და როლანდ უნანოვებს. პროკურატურის ვერსიით, მათ დაზარალებული სტანისლავ სუხარევი შურისძიების მიზნით ავტომანქანაში ჩაისვეს და გონიოს გაუქმებული ხიდიდან მდინარე ჭოროხში გადააგდეს, თუმცა ცხედარი ნაპოვნი არ არის. დაცვის მხარე ბრალს არ აღიარებს და მტკიცებულებების უტყუარობას ეჭვქვეშ აყენებს.

18-18 წელი მიუსაჯეს ბათუმში მამა-შვილს – გონიოს ხიდზე მკვლელობის მცდელობის საქმე
18-18 წელი მიუსაჯეს ბათუმში მამა-შვილს – გონიოს ხიდზე მკვლელობის მცდელობის საქმებათუმელები

8 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მამა-შვილს, ბადრი და როლანდ უნანოვებს.

სასამართლოს განაჩენის მიხედვით, მათ განზრახ მკვლელობა სცადეს.

განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 8 ოქტომბერს გამოცხადდა ადვოკატების დასკვნითი სიტყვის და ბრალდებულების ხმაურიანი, საბოლოო სიტყვების მოსმენის შემდეგ.

საუბარია 2025 წლის 10 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე: პროკურატურის ვერსიით, მამა-შვილმა, შურისძიების მიზნით, დაზარალებულად მიჩნეული პირი ავტომანქანაში ჩაისვეს და მდინარე ჭოროხზე, გონიოს გაუქმებული ხიდიდან დღის საათებში გადააგდეს.

2025 წლის 10 დეკემბრიდან დღემდე სტანისლავ სუხარევი, რომელიც 40 წლისაა და გამოძიებამ დაზარალებულად მიიჩნია, არავის უნახავს. არც მისი ცხედარი უპოვია გამოძიებას.

პროკურატურის მტკიცებით, კაცი ბრალდებულმა მამა-შვილმა მოკლა.

გაუჩინარებული კაცის, სტანსილავ სუხარევის ყოფილ მეუღლეს – ინგა უზუნოვას პროკურატურის ვერსიის სჯერა. მან 2026 წლის 27 ივლისის სასამართლო სხდომის შემდეგ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მისი ყოფილი ქმარი, ვისთანაც საერთო 12 წლის შვილი ჰყავს, „ფულის გამო მდინარეში გადააგდეს, როგორც ქვა“. მისთვის უცნობია, რის გამო ჩაურიცხეს სტანისლავს ფული, რომლის დაბრუნებასაც სთხოვდნენ.

განაჩენის გამოცხადებამდე ადვოკატებმა მიხეილ მიქანაძემ და პაატა ბოლქვაძემ დღევანდელ სხდომაზე ბევრი ისაუბრეს იმაზე, რომ პროკურატურამ ამ საქმეზე უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა ვერ შეძლო.

მთავარი მტკიცებულება სტანისლავის დედის ჩვენება და ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერია, სადაც პროკურატურის ვერსიით ჩანს, რომ ბადრი უნანოვს თავისი „პრიუსით“ გონიოს ხიდისკენ მიჰყავს სტანისლავი.

„…დაზარალებულის დედამ თქვა, არ მახსოვს, რამდენი ადამიანი იყო მოსული ჩემს შვილთანო. შესაძლოა, ციფრები აგერიოს, მაგრამ ადამიანების რაოდენობა? მან თავდაპირველად თქვა, რომ სტანისლავთან მხოლოდ ბადრი იყო მისული, პროკურორის შეხსენების მერე კი, ახსენა მეორე ადამიანი, რომ თითქოს იქ როლანდიც [ბადრის შვილი] იყო მისული, მაგრამ საერთოდ არ მახსოვს, რას აკეთებდაო,“ – პროკურორს მიმართა ადვოკატმა მიხეილ მიქანაძემ.

პროკურატურის მტკიცებით, სტანისლავს 75 ლარი უნდა მიეცა ბადრი და როლანდ უნანოვებისთვის, რომლის გადახდაზეც იგი თანახმა იყო, მაგრამ მამა-შვილი 150 ლარს ითხოვდა. დასტურდება, რომ დაზარალებულად მიჩნეული კაცი და მსჯავრდებულები ერთად მუშაობდნენ სხვადასხვა მშენებლობაზე.

გამოძიების მტკიცებით, მას შემდეგ, რაც სტანისლავმა მამა-შვილს ფული არ გადაუხადა, უნანოვებმა სტანისლავს სახლში მიაკითხეს, სცემეს და შემდეგ წაიყვანეს გონიოს გაუქმებულ ხიდთან. პროკურატურის ვერსიით, კაცს ხელკეტი რამდენჯერმე ჩაარტყეს და მდინარეში გადააგდეს.

ადვოკატების ვერსიით: როლანდ უნანოვი [ახალგაზრდა მსჯავრდებული] საერთოდ „არაფერ შუაშია“, როგორც ამას ერთ-ერთ მიმოწერაში სტანისლავი თავად ახსენებს და ადასტურებს, რომ მას ბადრი უნანოვისთვის მართლაც აქვს მისაცემი 75 ლარი.

დაცვის მხარის ვერსიით, სტანისლავს სახლში „პრიუსით“ მხოლოდ ბადრი უნანოვმა მიაკითხა, გამოართვა თავისი 75 ლარი და შემდეგ თავის გზაზე წავიდა, სტანისლავის გაუჩინარება კი მამა-შვილს არ უკავშირდება.

„შურისძიება ამოძრავებდაო, როცა აცხადებს ბატონი პროკურორი, რა იყო მოტივი? თანხა ჰქონდა მისაცემი 75 ლარიო, მაგრამ როგორც ირკვევა მარიხუანას გამო და დედამისმა დაადასტურა, მე გადავიხადე ეს ფულიო. მეტი რა მოტივი უნდა ჰქონოდა მამა-შვილს, რომ კაცი ხიდიდან მდინარეში გადაეგდოთ?“ – მოსამართლეს გახედა ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ.

„75 ლარს რომ ახსენებთ, იქ 150 ლარიც ახსენეთ. ის ჩანაწერი გრძელდება და ამბობს დაზარალებული, რომ მას რატომღაც 150-ს სთხოვდნენ,“ – ადვოკატებს უპასუხა პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ.

ადვოკატებმა კიდევ ერთ დამაეჭვებელ გარემოებას გაუსვეს ხაზი – პოლიციის განყოფილებაში, სადაც თავდაპირველად მამა-შვილი მიიყვანეს, დაზარალებულის დედამ ვერ თქვა, რომ ხედავდა იმ ადამიანებს, ვინც მის შვილს მიაკითხეს სახლში და „სახლიდან ცემით წაიყვანეს“.

„მან ფოტოსურათით ამოიცნო ბრალდებულები,“ – მოკლე რეპლიკით შემოიფარგლა პროკურორი პაატა ცეცხლაძე.

„ეს ამოცნობა შედგა შემდეგ, მანამდე კი ერთ ოთახში იყვნენ დაზარალებულის დედა, ბრალდებულები და ვერ თქვა, რომ ეს ადამიანები არიანო: შეიძლება იყვნენ, შეიძლება -არაო.

დაზარალებულს სჯერა გამოძიების, უნდა, რომ ვინმე დაისაჯოს და ამიტომ მხარი დაუჭირა პროკურატურის ვერსიას,“ – ხანდაზმულ ბადრი უნანოვს ადვოკატის ნათქვამი მოეწონა და გისოსებით გამოყოფილ სივრცეში ხან მარჯვენა მხარეს ჩამოეყრდნო გისოსებს, ხან – მოსამართლის მხარეს გადაინაცვლა. ახალგაზრდა ბრალდებული ამ დროს გაუნძრევლად იჯდა. იგი დროდადრო თუ გადმოხედავდა პროკურორს.

„არანაირად არ მომხდარა იმის იდენტიფიცირება, რომ სწორედ დაზარალებულად მიჩნეული პირი ჩააგდეს მდინარეში,“ – კიდევ ერთ საეჭვო გარემოებას ჩაეჭიდა ადვოკატი მიხეილ მიქანაძე. საქმის მასალების მიხედვით, 112-ზე თავდაპირველად ერთ კაცს დაურეკავს: მდინარის პირას ვიყავი, როცა დავინახე კაცი მდინარეში ჩავარდნის ხმაო…

მდინარეში ჩაგდებული კაცი მაშველებმა რამდენიმე დღე ეძებეს, მაგრამ ცხედარს ვერსად მიაგნეს.

ვიდეო-სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში ფიქსირდება, რომ ბადრი უნანოვი თავისი კუთვნილი „პრიუსით“ მართლაც აკითხავს სტანისლავს სახლში დეკემბრის იმ დილას, როცა სტანისლავი გაუჩინარდა.

„მე კი არა, ექსპერტიზამაც ვერ დაადასტურა, რომ „პრიუსი“ ნამდვილად ბადრი უნანოვს ეკუთვნის, რომელიც მიდის გონიოს ხიდისკენ… ვერც იმის ამოცნობაა შესაძლებელი, ვინ უზის ბადრი უნანოვს გვერდით,“ – კადრების გარჩევადობის პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ.

დაცვის მხარის ვერსიით, „პრიუსში“ ბადრი უნანოვს შვილი კი არა, მისთვის უცნობი თურქი მგზავრი ეჯდა, რომელსაც კონკრეტული თანხის სანაცვლოდ მოემსახურა, როგორც ტაქსი.

პაატა ბოლქვაძის კიდევ ერთი აქცენტი სატელეფონო ანძის ჩანაწერებია, რომლის მიხედვითაც, მკვლელობის მცდელობის ჩადენის სავარაუდო დროს, მამა-შვილი ფიზიკურად ერთად არ იყო.

„ხიდზე ასევე არავითარი დნმ-ის კვალი არაა ამოსული. მოკვლა რომ სდომოდათ, ამ ადგილიდან რატომ გადააგდებდნენ? ამაზე უფრო დიდი სიმაღლიდან ბავშვობაში მეც ვხტებოდი…“- დაასრულა ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ.

„მგონი, აქამდე სხვა პროცესზე იჯდა ეს ადვოკატი,“ – რეპლიკით ისარგებლა ისევ პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ.

„დაზარალებულის დედის ჩვენებაზე როცა საუბრობთ, ამ ქალს იმ თვეში ალბათ საერთოდ არ უძინია, რაღაც რიცხვები აერიაო… დაზარალებულის დედამ ილაპარაკა ამ სხდომაზე, რომ ნამდვილად ამ ორმა ადამიანმა სცემა მის შვილს სახლში და წაიყვანეს სახლიდან, წაათრიესო, ასე თქვა და მას შემდეგ ჩემი შვილი აღარ მინახავსო.

იგი ახლაც ელოდება თავის შვილს და თავშესაფარშია 80 წლის ქალი.

ასეთი ხიდიდან გადაგდებულს რა მოკლავდაო, ადვოკატი ამბობს. ხელკეტს რომ რამდენჯერმე ჩაარტყამ ადამიანს და ჩააგდებ 8 მეტრი სიმაღლის ხიდიდან 75 ლარის გულისთვის, ეს დასტურდება,“ – ხმას აუწია პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ.

„გთხოვთ, ემოციები დაიოკეთ,“ – პროკურორს გამოხედა ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ.

„ემოციები კი არა, ბადრი უნანოვმა თავად დაადასტურა, კი, ვიყავი იმ დღეს ჭოროხზე, ნაგავი გადავყარეო, გასაგებია, რასაც გულისხმობს „ნაგავში“, – ადვოკატს ისევ მიუბრუნდა პროკურორი.

„ვეთანხმები ადვოკატებს, თავს უდანაშაულოდ მივიჩნევ“, – ფეხზე წამოდგა და მხოლოდ ერთი წინადადების თქმა ამჯობინა როლანდ უნანოვმა და ისევ ბრალდებულის სკამზე ჩამოჯდა.

„მე ომის მონაწილე ვარ, ავღანეთის ომში ვიყავი, ჩემი შვილი კი აგვისტოს ომის მონაწილეა, მოდი, დამიდექი გვერდით“, – შვილს წამოდგომა სთხოვა ბადრი უნანოვმა და მოსამართლეს თავდაპირველად საკუთარი გვარის შესახებ უთხრა, სვანები ვართო, შემდეგ კი, დასძინა, პენსიონერი ვარ, მხატვარ-რესტავრატორი და ბევრს სახლზე მიმუშავიაო.

ბრალდებული არ ფარავდა ღელვას და გისოსებიდან ხშირად ხელებით მიმართავდა მოსამართლეს:

„არ წამიყვანია მე [დაზარალებული], მე ავიღე ჩემი ფული მისგან და შემდეგ წავიყვანე ის თურქი… ჩემი შვილი საერთოდ არ იყო იმ დღეს ჩემთან ერთად, იგი სასწავლებელს ასრულებდა, როცა გავიგე, გაიქცა საომრადო, თქვენსავით კი არ იმალებოდა…

აჭარაში სისტემა გაფუჭებულია, გაფუჭებულია პოლიცია, პროკურატურა, წამალს თვითონ ყიდიან, ვითომ ნარკოტიკს იღებენ და ამ დროს ნარკოტიკის განადგურების კადრებს არასდროს გვაჩვენებენ. ბარიგები ხართ,“ – პროკურორს მიმართა ბრალდებულმა.

პროკურორმა ისევ ვერ დამალა აღშფოთება. მოსამართლემ პროკურორს შენიშვნა მისცა და შემდეგ ბრალდებულსაც:

„საბოლოო სიტყვას რადგან ამბობთ, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ყველაფრის თქმის უფლება გაქვთ?“ – თქვა მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა.

ბადრი უნანოვი შვილს მიუჯდა გვერდით და გაჩუმდა.

საბოლოო სიტყვის მოსმენის შემდეგ მოსამართლე სათათბიროდ გავიდა, იქიდან დაბრუნებულს კი, არაფერი განუმარტავს – მხოლოდ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და მდუმარე დარბაზი მალე დატოვა.

ამ თემაზე:

„გაუქმებულ ხიდთან მიიყვანეს და ჭოროხში გადააგდეს“ – მკვლელობის საქმე ბათუმის სასამართლოში

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ფულის გამო მდინარეში გადააგდეს, როგორც ქვა“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„…დაზარალებულის დედამ თქვა, არ მახსოვს, რამდენი ადამიანი იყო მოსული ჩემს შვილთანო. შესაძლოა, ციფრები აგერიოს, მაგრამ ადამიანების რაოდენობა? მან თავდაპირველად თქვა, რომ სტანისლავთან მხოლოდ ბადრი იყო მისული, პროკურორის შეხსენების მერე კი, ახსენა მეორე ადამიანი, რომ თითქოს იქ როლანდიც [ბადრის შვილი] იყო მისული, მაგრამ საერთოდ არ მახსოვს, რას აკეთებდაო,“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„შურისძიება ამოძრავებდაო, როცა აცხადებს ბატონი პროკურორი, რა იყო მოტივი? თანხა ჰქონდა მისაცემი 75 ლარიო, მაგრამ როგორც ირკვევა მარიხუანას გამო და დედამისმა დაადასტურა, მე გადავიხადე ეს ფულიო. მეტი რა მოტივი უნდა ჰქონოდა მამა-შვილს, რომ კაცი ხიდიდან მდინარეში გადაეგდოთ?“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„75 ლარს რომ ახსენებთ, იქ 150 ლარიც ახსენეთ. ის ჩანაწერი გრძელდება და ამბობს დაზარალებული, რომ მას რატომღაც 150-ს სთხოვდნენ,“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„მან ფოტოსურათით ამოიცნო ბრალდებულები,“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„არანაირად არ მომხდარა იმის იდენტიფიცირება, რომ სწორედ დაზარალებულად მიჩნეული პირი ჩააგდეს მდინარეში,“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„მე კი არა, ექსპერტიზამაც ვერ დაადასტურა, რომ „პრიუსი“ ნამდვილად ბადრი უნანოვს ეკუთვნის, რომელიც მიდის გონიოს ხიდისკენ… ვერც იმის ამოცნობაა შესაძლებელი, ვინ უზის ბადრი უნანოვს გვერდით,“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„გთხოვთ, ემოციები დაიოკეთ,“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ვეთანხმები ადვოკატებს, თავს უდანაშაულოდ მივიჩნევ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„მე ომის მონაწილე ვარ, ავღანეთის ომში ვიყავი, ჩემი შვილი კი აგვისტოს ომის მონაწილეა, მოდი, დამიდექი გვერდით“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ეს ამოცნობა შედგა შემდეგ, მანამდე კი ერთ ოთახში იყვნენ დაზარალებულის დედა, ბრალდებულები და ვერ თქვა, რომ ეს ადამიანები არიანო: შეიძლება იყვნენ, შეიძლება -არაო. დაზარალებულს სჯერა გამოძიების, უნდა, რომ ვინმე დაისაჯოს და ამიტომ მხარი დაუჭირა პროკურატურის ვერსიას,“
ბადრი უნანოვი
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.