კობახიძე აშშ-ზე: სანქციები არაფერს ნიშნავს, არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის
ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლებისთვის არაფერს ნიშნავს და მთავარი ინტერესი ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაა. მისი თქმით, შეხვედრებზე სანქციების საკითხი საერთოდ არ იხილება.

კითხვაზე, რატომ რჩება ბიძინა ივანიშვილი აშშ-ს სანქციების სიაში, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ ეს საკითხი საინტერესო არ არის. მისი მტკიცებით, შეხვედრებზე საერთოდ არ ახსენებენ სანქციების საკითხს და მთავარი ინტერესი ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაა.
"მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო, ჩვენთვის, ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, ერთადერთი რამე არის საინტერესო როცა საქმე ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს - ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ.
არ არის საინტერესო, ჩვენ შეხვედრებზე საერთოდ არ ვახსენებთ ხოლმე ამ საკითხს, რადგან არც ბიძინა ივანიშვილისთვის არ არის საინტერესო და შესაბამისად, არც ჩვენთვის არ არის საინტერესო ეს საკითხი. ერთადერთი, რაც გვაინტერესებს, ეს არის სტრატეგიული პარტნიორობა" - ამბობს კობახიძე.
მას შეახსენეს ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც, არასწორად მიაჩნია აშშ-ს ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი "პირადი შანტაჟის ფონზე", რადგან "აუცილებლად მექნება კომპლექსი, რომ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით ჩემი პირადი ინტერესების საპირწონედ ვიღებ". ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ივანიშვილი საუბრობდა არა ამერიკულ, არამედ, "დე-ფაქტო" სანქციებზე.
"მან სხვა რამე თქვა. აქ საერთოდ არ იყო საუბარი ამერიკულ სანქციებზე. ის საუბრობდა დე ფაქტო სანქციაზე, იმ პირობებში, როდესაც ფინანსური შანტაჟი ჯერ კიდევ ძალაშია, თქვენ იცით, რა ხდებოდა, 2008 წელს დაიწყო სხვათაშორის ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების ძარცვა შვეიცარიის ბანკში და ეს პროცესი გააქტიურდა 2022 წლიდან.
აქ არ იყო საუბარი ფორმალურ სანქციებზე, რაც თავის დროზე დაწესდა ამერიკული მხრიდან. იმ პირობებში, როდესაც მოქმედებს ეს ერთგვარი დე ფაქტო სანქცია, როდესაც ფინანსური შანტაჟი ხორციელდება ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მისთვის ცხადია არაკომფორტულია სხვადასხვა საკითხზე საუბარი ამერიკის ელჩთან თუ სხვა წარმომადგენელთან, ეს სრულიად სხვა რამეა. რაც შეეხება ფორმალურ სანქციებს, არ არის ბიძინა ივანიიშვილისთვის საინტერესო, არც ჩვენთვის არ არის საინტერესო. ერთადერთი, რაც გვაინტერესებს, ეს არის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, ჩვენ განაცხადი გაკეთებული გვაქვს ამასთან დაკავშირებით და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს [...]
[...] მთავარი არის ის, რომ ჩვენთვის [სანქციების საკითხი] არ არის საინტერესო, ბიძინა ივანიშვილისთვის არ არის პირველ რიგში საინტერესო და ჩვენთვისაც არ არის საინტერესო, რა იქნება, როგორ იქნება, გარდა ერთისა - სტრატეგიული პარტნიორობა თუ აღდგება, ეს იქნება ყველაფრის ნიშანი.
ჩვენ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, მშვიდად ვუყურებთ მოვლენებს, როგორც ვუყურებდით წინა ადმინისტრაციის პირობებში მათი მხრიდან წამოსულ თავდასხმებს, ასევე დღესაც მშვიდად ვუყურებთ პროცესებს. მადლობა ღმერთს, ეს თავდასხმები აღარ არის, არის გაჯანსაღებული არსებითად ურთიერთობები, ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება, დანარჩენი არის მთლიანად დამოკიდებული ამერიკულ ადმინისტრაციაზე" - ამბობს კობახიძე და ირწმუნება, რომ გაერო-ში ვიზიტის ფარგლებში, ამერიკულ მხარეს სტრატეგიულ პარტნიორობაზე "გაესაუბრა".
"როგორც ბატონ ტრამპთან ხანმოკლე გასაუბრების დროს, ასევე ბატონ რუბიოსთან ხანმოკლე გასაუბრების დროს, მთავარი საკითხი რაც ვახსენე, სწორედ ეს იყო - სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. ზოგადი პასუხი შემიძლია, გითხრათ, დეტალებს ვეერ მოვყვები გამომდინარე იქიდან, რომ არ იყო ღია კომუნიკაცია. საუბარი იყო იმაზე, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა [...]
[...] სანქციები არაფერს ნიშნავს, არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის" - ამბობს კობახიძე.
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ სანქციების სიებიდან 285 პირისა და სუბიექტის ამოღების მიუხედავად, ქართული ოცნების დამფუძნებელი, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი კვლავ სანქცირებულია.
OFAC-მა სანქციების სიების გადახედვის ფარგლებში სამი ეტაპი ჩაატარა - 28 მაისს სიიდან 76, 27 ივლისს 84, ხოლო 5 ოქტომბერს 125 პირი და სუბიექტი ამოიღო. ბოლო ეტაპზე დამატებით 22 ჩანაწერის მონაცემები განახლდა. ივანიშვილი სანქციების სიიდან არცერთ ეტაპზე არ ამოუღიათ და მისი სტატუსი უცვლელია. OFAC-ის მოქმედ სიაში ის კვლავ სანქცირებულ პირად არის მითითებული.
აშშ-მ ბიძინა ივანიშვილი 2024 წლის 27 დეკემბერს აღმასრულებელი ბრძანება 14024-ის საფუძველზე დაასანქცირა. მაშინ სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ მომავალს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ძირს უთხრიდა.
ციტატები სტატიიდან
„მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო, ჩვენთვის, ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, ერთადერთი რამე არის საინტერესო როცა საქმე ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს - ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. არ არის საინტერესო, ჩვენ შეხვედრებზე საერთოდ არ ვახსენებთ ხოლმე ამ საკითხს, რადგან არც ბიძინა ივანიშვილისთვის არ არის საინტერესო და შესაბამისად, არც ჩვენთვის არ არის საინტერესო ეს საკითხი. ერთადერთი, რაც გვაინტერესებს, ეს არის სტრატეგიული პარტნიორობა“
„მან სხვა რამე თქვა. აქ საერთოდ არ იყო საუბარი ამერიკულ სანქციებზე. ის საუბრობდა დე ფაქტო სანქციაზე, იმ პირობებში, როდესაც ფინანსური შანტაჟი ჯერ კიდევ ძალაშია, თქვენ იცით, რა ხდებოდა, 2008 წელს დაიწყო სხვათაშორის ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების ძარცვა შვეიცარიის ბანკში და ეს პროცესი გააქტიურდა 2022 წლიდან. აქ არ იყო საუბარი ფორმალურ სანქციებზე, რაც თავის დროზე დაწესდა ამერიკული მხრიდან. იმ პირობებში, როდესაც მოქმედებს ეს ერთგვარი დე ფაქტო სანქცია, როდესაც ფინანსური შანტაჟი ხორციელდება ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მისთვის ცხადია არაკომფორტულია სხვადასხვა საკითხზე საუბარი ამერიკის ელჩთან თუ სხვა წარმომადგენელთან, ეს სრულიად სხვა რამეა. რაც შეეხება ფორმალურ სანქციებს, არ არის ბიძინა ივანიიშვილისთვის საინტერესო, არც ჩვენთვის არ არის საინტერესო. ერთადერთი, რაც გვაინტერესებს, ეს არის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, ჩვენ განაცხადი გაკეთებული გვაქვს ამასთან დაკავშირებით და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს [...] [...] მთავარი არის ის, რომ ჩვენთვის [სანქციების საკითხი] არ არის საინტერესო, ბიძინა ივანიშვილისთვის არ არის პირველ რიგში საინტერესო და ჩვენთვისაც არ არის საინტერესო, რა იქნება, როგორ იქნება, გარდა ერთისა - სტრატეგიული პარტნიორობა თუ აღდგება, ეს იქნება ყველაფრის ნიშანი. ჩვენ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, მშვიდად ვუყურებთ მოვლენებს, როგორც ვუყურებდით წინა ადმინისტრაციის პირობებში მათი მხრიდან წამოსულ თავდასხმებს, ასევე დღესაც მშვიდად ვუყურებთ პროცესებს. მადლობა ღმერთს, ეს თავდასხმები აღარ არის, არის გაჯანსაღებული არსებითად ურთიერთობები, ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება, დანარჩენი არის მთლიანად დამოკიდებული ამერიკულ ადმინისტრაციაზე“
„როგორც ბატონ ტრამპთან ხანმოკლე გასაუბრების დროს, ასევე ბატონ რუბიოსთან ხანმოკლე გასაუბრების დროს, მთავარი საკითხი რაც ვახსენე, სწორედ ეს იყო - სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. ზოგადი პასუხი შემიძლია, გითხრათ, დეტალებს ვეერ მოვყვები გამომდინარე იქიდან, რომ არ იყო ღია კომუნიკაცია. საუბარი იყო იმაზე, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა [...] [...] სანქციები არაფერს ნიშნავს, არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.