ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭება
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთობლივად წარადგინეს 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიაზე სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებაში შეტანილი წვლილისთვის.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 2026 წელს ნობელის მშვიდობის პრემიას მიანიჭებენ სამხრეთ კავკასიაში მტკიცე მშვიდობის მისაღწევად გაწეული ძალისხმევისთვის.
„ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ისტორიული ძალისხმევა ჩვენს რეგიონში მტკიცე მშვიდობის უზრუნველსაყოფად სათანადოდ დაფასდება წელს ნობელის მშვიდობის პრემიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას“, – დაწერა ალიევმა სოციალურ ქსელ X-ში.
ალიევის განცხადებით, ტრამპმა ისტორიული როლი შეასრულა ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო პროცესის წინსვლაში. აზერბაიჯანის პრეზიდენტი გულისხმობს 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში გამართულ სამშვიდობო სამიტს, რომელიც ტრამპის ორგანიზებით ჩატარდა.
ალიევმა ასევე განაცხადა, რომ მისი ინიციატივით აზერბაიჯანმა და სომხეთმა აშშ-ის პრეზიდენტის კანდიდატურა ნობელის მშვიდობის პრემიაზე ერთობლივად წარადგინეს, რითაც სამშვიდობო პროცესში შეტანილი წვლილი აღიარეს.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ისტორიული ძალისხმევა ჩვენს რეგიონში მტკიცე მშვიდობის უზრუნველსაყოფად სათანადოდ დაფასდება წელს ნობელის მშვიდობის პრემიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…