ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ალიევიც თანაბრად იმსახურებს ამ ჯილდოს“ – ფაშინიანი მშვიდობის პრემიის მიღებისას

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გერმანიაში ჰესენის მშვიდობის პრემია მიიღო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებისკენ მიმართული ძალისხმევისთვის. დაჯილდოების ცერემონიაზე მან განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც თანაბრად იმსახურებს ამ ჯილდოს და მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც.

„ალიევიც თანაბრად იმსახურებს ამ ჯილდოს“ – ფაშინიანი მშვიდობის პრემიის მიღებისას
„ალიევიც თანაბრად იმსახურებს ამ ჯილდოს“ – ფაშინიანი მშვიდობის პრემიის მიღებისასნეტგაზეთი

„დიდი პატივია ჰესენის მშვიდობის პრიზის მიღება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებისკენ მიმართული ძალისხმევისთვის. მადლობელი ვარ ამ აღიარებისთვის“, – წერს ფაშინიანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე და ჰესენის მშვიდობის პრიზის მინიჭებისთვის მადლობას იხდის.

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს 18 სექტემბერს, გერმანიის ქალაქ ვისბადენში, ჰესენის მშვიდობის პრემია გადასცეს. პრემია ფაშინიანს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის მიენიჭა. ჰესენის მიწის პარლამენტის ინფორმაციით, ჯილდო ასევე აფასებს ფაშინიანის ძალისხმევას სომხეთში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისა და ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით.

დაჯილდოების ცერემონია ჰესენის მიწის პარლამენტში გაიმართა.

პრემია, რომელიც 25 ათასი ევროთია დაჯილდოებული, 1994 წლიდან ალბერტ ოსვალდის ფონდის მიერ გაიცემა და მშვიდობისა და საერთაშორისო ურთიერთგაგების ხელშეწყობისთვის გამორჩეულ დამსახურებას აღიარებს.

ჯილდოს მიღებისას ფაშინიანმა განაცხადა, რომ მისთვის ჰესენის მშვიდობის პრემიის მიღება დიდი პატივია და მადლობა გადაუხადა ალბერტ ოსვალდის ფონდის სამეურვეო საბჭოს.

მისი თქმით, 2025 წლის 8 აგვისტოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა, რასაც საფუძვლად ვაშინგტონში მიღებული ერთობლივი დეკლარაცია და ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ სამშვიდობო შეთანხმების ინიციალირება დაედო.

ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა როგორც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ისე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და განაცხადა, რომ ალიევი ამ ჯილდოს „თანაბრად იმსახურებს“. მან ასევე მადლობა გადაუხადა სომხეთისა და აზერბაიჯანის ხალხებს მშვიდობის მხარდაჭერისთვის.

„მშვიდობა დამყარდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ის, რა თქმა უნდა, სრულყოფილი არ არის“, – განაცხადა ფაშინიანმა და აღნიშნა, რომ კვლავ არსებობს ჰუმანიტარული საკითხები, მათ შორის უგზო-უკვლოდ დაკარგულები, დაკავებულები და ნაღმებისგან ტერიტორიის გაწმენდა.

ფაშინიანის თქმით, მიღწეული მშვიდობა თავისთავად მოცემულობად არ უნდა ჩაითვალოს და საჭიროა მისი გაძლიერება და ინსტიტუციონალიზაცია, რათა ის სტაბილური და შეუქცევადი გახდეს.

„მშვიდობას უნდა მოვუფრთხილდეთ და მისთვის უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას დაჯილდოების შემდეგ.

მისივე თქმით, ჰესენის მშვიდობის პრემია მხოლოდ მისი პირადი მიღწევის აღიარება არ არის და იგი რეგიონში მშვიდობის დამყარებაში სომხეთისა და აზერბაიჯანის, ორივე ქვეყნის ხალხებისა და საერთაშორისო პარტნიორების წვლილს ასახავს.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დიდი პატივია ჰესენის მშვიდობის პრიზის მიღება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებისკენ მიმართული ძალისხმევისთვის. მადლობელი ვარ ამ აღიარებისთვის“
ნიკოლ ფაშინიანი
„მშვიდობა დამყარდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ის, რა თქმა უნდა, სრულყოფილი არ არის“
ნიკოლ ფაშინიანი
„მშვიდობას უნდა მოვუფრთხილდეთ და მისთვის უნდა ვიმუშაოთ“
ნიკოლ ფაშინიანი
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპმა საკუთარი დამსახურების აღსანიშნად ფაშინიანის და ალიევის ციტატები გაიხსენაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები