პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტრამპმა საკუთარი დამსახურების აღსანიშნად ფაშინიანის და ალიევის ციტატები გაიხსენა

ქართული ოცნება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესზე ისაუბრა და ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის ციტატები გაიხსენა, რომლებიც მის დამსახურებას ეხებოდა.

ტრამპმა საკუთარი დამსახურების აღსანიშნად ფაშინიანის და ალიევის ციტატები გაიხსენა
ნეტგაზეთი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესზეც ისაუბრა და ამ კონტექსტში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შეფასებები გაიმეორა.

ტრამპმა განაცხადა, რომ იმ ქვეყნების ლიდერებისგან, რომელთა კონფლიქტების მოგვარებაშიც, მისი თქმით, მონაწილეობდა, მადლობის წერილები მიიღო.

„აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თქვა: „პრეზიდენტმა ტრამპმა ექვს თვეში სასწაული მოახდინა“. ეს იყო ნამდვილი სასწაული, რომლის განხორციელებაც არავის ეგონა შესაძლებლად“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, ფაშინიანმა სომხეთ-აზერბაიჯანის პროცესთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „ეს გარღვევა უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა პრეზიდენტ ტრამპის პირადი ჩართულობისა და მშვიდობისადმი მისი მტკიცე ერთგულების გარეშე“.

ტრამპი 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში გამართულ შეხვედრას გულისხმობდა, რომლის შემდეგაც ფაშინიანმა და ალიევმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, ტრამპმა კი დოკუმენტს მოწმის სტატუსით მოაწერა ხელი. იმავე დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სამშვიდობო შეთანხმების შეთანხმებული ტექსტი ინიციალებით დაადასტურეს.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
„ალიევიც თანაბრად იმსახურებს ამ ჯილდოს“ – ფაშინიანი მშვიდობის პრემიის მიღებისასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები