ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჟორდან ბარდელა ფონ დერ ლაიენს: ყოველ წელს გვესმის, როგორ აცხადებთ, რომ ევროპა ხელახლა აღორძინდება, მაგრამ თუ ჩვენს მოქალაქეებს მოვუსმენთ, ვფიქრობ სისტემა დასასრულს უახლოვდება

საფრანგეთის „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, ევროპარლამენტარმა ჟორდან ბარდელამ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გააკრიტიკა. ბარდელას განცხადებით, ევროპული სისტემა დასასრულს უახლოვდება, არსებობს სუვერენიტეტისა და მიგრაციული კრიზისი და საჭიროა ევროკავშირში ბიუროკრატიის შემცირება, საზღვრების მკაცრი დაცვა და ახალი ევროპული არქიტექტურის აშენება.

ჟორდან ბარდელა ფონ დერ ლაიენს: ყოველ წელს გვესმის, როგორ აცხადებთ, რომ ევროპა ხელახლა აღორძინდება, მაგრამ თუ ჩვენს მოქალაქეებს მოვუსმენთ, ვფიქრობ სისტემა დასასრულს უახლოვდება
ჟორდან ბარდელა ფონ დერ ლაიენს: ყოველ წელს გვესმის, როგორ აცხადებთ, რომ ევროპა ხელახლა აღორძინდება, მაგრამ თუ ჩვენს მოქალაქეებს მოვუსმენთ, ვფიქრობ სისტემა დასასრულს უახლოვდებაიმედინიუსი

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, ევროპარლამენტარმა ჟორდან ბარდელამ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის ყოველ წელს ამბობს, რომ ევროპა ხელახლა აღორძინდება, მაგრამ, ბარდელას აზრით, ევროპული სისტემა დასასრულს უახლოვდება.

„ყოველ წელს აქ გვესმის, როგორ ადიდებთ თქვენ მიერ გაკეთებულ საქმეებს და აცხადებთ, რომ ევროპა ხელახლა აღორძინდება, მაგრამ თუ ჩვენს მოქალაქეებს მოვუსმენთ, ვფიქრობ, სისტემა დასასრულს უახლოვდება“, - განაცხადა ბარდელამ.

მისი თქმით, 2026 წელს, ერთმანეთის პარალელურად, ორი ევროპა არსებობს. ერთ ევროპაში არის ბიუროკრატია, სადაც ფულს ხარჯავენ და გადასახადებს აგროვებენ, მეორე ევროპაში ცხოვრება დღითიდღე ძვირდება.

„სამწუხაროდ, თქვენი ევროპა არა მხოლოდ ყოველწლიურად უფრო ძვირია, არამედ ის ასევე ნაკლებად გვიცავს. ამ ზაფხულს სეუტაში ათიათასობით მიგრანტმა ევროპის საზღვარი სულ რაღაც რამდენიმე საათში გაარღვია. სეუტა ესპანურია და ესპანურად უნდა დარჩეს, მაგრამ სეუტის საზღვრები ჩვენი საზღვრებიცაა და როდესაც საზღვარი შეიძლება სულ რაღაც რამდენიმე საათში დაიკავონ, ეს არ არის მხოლოდ მიგრაციული კრიზისი, ეს სუვერენიტეტის კრიზისია. სეუტა, ლამპედუზა, ბელარუსის საზღვარი. ევროპის ხალხს ერთი რამ სურს. მათ სურთ, რომ თქვენ დაიცვათ ჩვენი საზღვრები. მათ სურთ, რომ უკან დააბრუნოთ არალეგალური მიგრანტები, რომლებიც არალეგალურად შემოდიან ჩვენს კავშირში. ისინი არ უნდა გამრავლდნენ ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში, როგორც თქვენ გსურთ, რომ მოხდეს ჩვენი მიგრაციის პაქტის შედეგად“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ამასთან ერთად, ბარდელამ აღნიშნა, რომ ევროკავშირში საჭიროა ბიუროკრატიის შემცირება და ზოგიერთი რეგულაციის გაუქმება. მისივე თქმით, ხალხი, რომელსაც თავისი საზღვრების დაცვა არ შეუძლია, გადრჩენას ვერ შეძლებს.

„მოდით, შევხედოთ ჩვენ გარშემო არსებულ სამყაროს. ომი უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში, ისლამისტური ტერორიზმი, საკვების, ენერგეტიკული დაუცველობა. აშშ ინვესტიციებს დებს და ჩვენ კიდევ უფრო მეტ რეგულირებას განვაგრძობთ. ჩვენ ვარეგულირებთ იმას, რისი დამზადებაც აღარ ვიცით. ჩვენ ვახდევინებთ გადასახადს იმ ნივთებზე, რომელთა დამზადებაც აღარ ვიცით და ასევე ვახდევინებთ გადასახადს იმ ნივთებზე, რომელთა წარმოებაც ევროპაში აკრძალულია. ეს არის მთავარი პარადოქსი და სწორედ ამიტომ უნდა შევიცვალოთ. ჩვენ უნდა ავაშენოთ ახალი ევროპული არქიტექტურა. როდესაც ფული ევროპულია, სამუშაო ადგილები ევროპაში უნდა იყოს. მოდით, მოვიშოროთ ბიუროკრატია, ეს აბსურდული და უსარგებლო წესები. დავიცვათ ჩვენი ფერმერები და ბიზნესი არაკეთილსინდისიერი კონკურენციისგან. მოდით, გვქონდეს ეროვნული ფონდები. მოდით, ინვესტიციები ჩავდოთ ტექნოლოგიებში, კოსმოსში, თავდაცვასა და ბირთვულ ენერგიაში. XXI საუკუნე გვახსენებს სიმართლეს, რომელიც ევროპას დაავიწყდა. ხალხი, რომელსაც არ შეუძლია დაიცვას თავისი საზღვრები, არ შეუძლია ენერგიის წარმოება და შვილების გამოკვება, თავის ბედს სხვებს ანდობს“, - განაცხადა მან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ყოველ წელს აქ გვესმის, როგორ ადიდებთ თქვენ მიერ გაკეთებულ საქმეებს და აცხადებთ, რომ ევროპა ხელახლა აღორძინდება, მაგრამ თუ ჩვენს მოქალაქეებს მოვუსმენთ, ვფიქრობ, სისტემა დასასრულს უახლოვდება“
ჟორდან ბარდელა
„სამწუხაროდ, თქვენი ევროპა არა მხოლოდ ყოველწლიურად უფრო ძვირია, არამედ ის ასევე ნაკლებად გვიცავს. ამ ზაფხულს სეუტაში ათიათასობით მიგრანტმა ევროპის საზღვარი სულ რაღაც რამდენიმე საათში გაარღვია. სეუტა ესპანურია და ესპანურად უნდა დარჩეს, მაგრამ სეუტის საზღვრები ჩვენი საზღვრებიცაა და როდესაც საზღვარი შეიძლება სულ რაღაც რამდენიმე საათში დაიკავონ, ეს არ არის მხოლოდ მიგრაციული კრიზისი, ეს სუვერენიტეტის კრიზისია. სეუტა, ლამპედუზა, ბელარუსის საზღვარი. ევროპის ხალხს ერთი რამ სურს. მათ სურთ, რომ თქვენ დაიცვათ ჩვენი საზღვრები. მათ სურთ, რომ უკან დააბრუნოთ არალეგალური მიგრანტები, რომლებიც არალეგალურად შემოდიან ჩვენს კავშირში. ისინი არ უნდა გამრავლდნენ ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში, როგორც თქვენ გსურთ, რომ მოხდეს ჩვენი მიგრაციის პაქტის შედეგად“
ჟორდან ბარდელა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროპარლამენტარების კრიტიკა ევროკომისიის პრეზიდენტს - ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშით მეშვიდედ წარსდგაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები